• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალური შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
14:06 07-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფინალის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მწვანე ინჟინერიის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტში მონაწილე მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, მცხეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, სემეკის წარმომადგენლები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე.

პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ინიციატივითა და სემეკის მხარდაჭერით 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბისა და წეროვანის, ასევე ქ. მცხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

„სემეკი დაინტერესებულია და ხელს უწყობს სკოლის მოსწავლეების ცოდნისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ენერგეტიკის საკითხებზე. ვგეგმავთ, რომ პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განვახორციელოთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც“, – განაცხადა დავით ნარმანიამ სკოლის მოსწავლეებთან ფინალური შეხვედრისას.

პროექტი „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ რამდენიმე ეტაპად წარიმართა, მონაწილე სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები ელექტროენერგიის წარმოების სრული ციკლის შესახებ, რომლის საფუძველზეც მათ მიერ შექმნილი ნამუშევრებიდან 15 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. პროექტის საზაფხულო სკოლის ფარგლებში, გამარჯვებული მოსწავლეები ეწვივნენ სხვადასხვა საკვანძო ენერგეტიკულ ობიექტს, ასევე მწვანე ინჟინერიის ცეტრში გამართული ფინალური შეხვედრის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგი განახლებადი ენერგიის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების ტექნოლოგიების შესახებ. პროექტის ფარგლებში გამარჯვებულ 15 მოსწავლეს პერსონალური და პორტატული კომპიუტერები გადაეცა.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved