• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, კვირა, 8 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

სემეკის გადაწყვეტილებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 11 938 მომხმარებელს უსაფუძვლოდ დარიცხულ 6 მილიონ ლარს უკან დაუბრუნებს

ალია ავტორი - ალია
19:09 02-08-2024
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
939

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, წყალმომარაგების 11 938 მომხმარებელს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ არასწორად დარიცხული წყალარინების მომსახურების საფასური, ჯამში 6 048 539 ლარი უკან დაუბრუნდება. სემეკმა კომპანიას გადაწყვეტილების შესასრულებლად 5 თვიანი ვადა მისცა.

გარდა ამისა, სემეკის დავალებით კომპანიამ, ჯამში 10 251 აბონენტს უკვე ჩამოაწერა ხანდაზმული დავალიანება და მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, მათ სააბონენტო ბარათზე განათავსა კომპენსაციები, ჯამში 995 371 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, სემეკმა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ სემეკის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, 75 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.

2023 წლის აგვისტოში სემეკში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საქმიანობის შემოწმება. კერძოდ, კომისიის გადაწყვეტილებით, ჯგუფმა შეისწავლა 2019 წლიდან 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით მომსახურებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებები.

შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ რიგ შემთხვევებში ახორციელებდა მომხმარებლებისთვის მომსახურების ტარიფების არასწორ დარიცხვას, არასრულყოფილად აღრიცხავდა სალიცენზიო არეალში არსებულ მომხმარებლებს, სისტემატურად არ იღებდა მრიცხველების ჩვენებებს და მომხმარებლებს არ არიცხავდა წყალმომარაგების საფასურს, არ ანახლებდა სამოქალაქო რეესტრიდან მისაღებ მონაცემებს, მომხმარებლებს არასწორი მონაცემებით აწვდიდა ქვითრებს.

ამასთანავე, გამოვლინდა მიერთების ვადის გადაცილებისათვის კომპენსაციის არასწორად დარიცხვის ფაქტები, მიერთებებისა და სემეკის ელექტრონულ ჟურნალში მიერთებასთან დაკავშირებული დოკუმენტების არასწორად აღრიცხვა, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი აღრიცხვის კვანძების კომპანიის ბაზაში რეგისტრაციის არ არსებობა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის გამოყენებით შექმნილი რუკების გამოუყენებლობა, სემეკის N37/1 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შეუსრულებლობა, მრიცხველის წამკითხველების ბაზების გაუმართაობა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სემეკის N24/3 გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა.

კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიას დაევალა განსაზღვრულ ვადებში კომისიის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. სემეკის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გამოყენებული იქნება დამატებითი საჯარიმო სანქციები.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025

ბიზნესი

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?
ახალი ამბები

აუდიომეტრია – რა სიმპტომებისას ტარდება კვლევა და რატომაა მნიშვნელოვანი მაღალი სიხშირის მქონე აპარატი?

20:45 06-06-2025
ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა

19:07 06-06-2025
პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ ნომინანტები ცნობილია

14:56 06-06-2025
თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისი, ვიზა და VELI ბიზნესი ინდივიდუალური მეწარმეების მხარდასაჭერად

13:50 06-06-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved