• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, შაბათი, 22 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სელფი მობაილმა 65 მილიონის ობლიგაცია განათავსა  

ალია ავტორი - ალია
13:19 12-28-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, სელფი მობაილმა, რომელიც 1.3 მილიონზე მეტ აბონენტს ემსახურება, წარმატებით განათავსა მისი პირველი ობლიგაციები და შედეგად 65 მილიონი ლარი მოიზიდა. მოზიდული თანხა შესაძლებლობას აძლევს სელფის კიდევ უფრო მეტი რესურსი ჩადოს ქსელის განვითარებასა და გაფართოებაში, მათ შორის 5G ქსელის დანერგვაში. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ 25%-ით გადააჭარბა მიწოდებას. ეს განაპირობა როგორც სელფის მომგებიანობამ და პერსპექტიულმა პოზიციამ ბაზარზე, ასევე კომპანიის მიერ 2023 წლის ოქტომბერში ევროპის წამყვანი სარეიტინგო სააგენტოსგან, Scope Ratings, BB-/Stable შეფასების მიღებამ. მოცემული რეიტინგი ყველაზე მაღალია, რაც ოდესმე მიუღია ქართულ ტელეკომ კომპანიას. სელფის ობლიგაციები შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ.

„სელფი მობაილმა“ წარმატებით დაასრულა მის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგება, 65 მილიონი ლარის მოცულობის ობლიგაციების განთავსების სახით. ობლიგაციების გამოშვებით მოზიდული ფინანსური სახსრები მოხმარდება სელფის არსებული ქსელის კიდევ უფრო გაუმჯობესებას, ასევე 5G ქსელის გაფართოებას, რაც ჩვენი მომხარებლისთვის ნიშნავს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და მაღალი ხარისხის მომსახურებას. მოცემული გარიგებით, სელფი განაგრძობს მომხმარებლისთვის მიცემული დაპირების შესრულებას, რაც მდგომარეობს კომპანიის უწყვეტ განვითარებაში, იმისთვის რომ ჩვენს აბონენტებს ქონდეთ მრავალფეროვანი პროდუქტები, საუკეთესო მომსახურება და, რაც მთავარია, საიმედო, მაღალი გამტარობის მქონე ქსელი. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, სიბიეს ჯგუფის შემადგენლობაში სელფის განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს კომპნია დაკავშირებულია ქვეყანაში ინოვაციების და მომავლის ტექნოლოგიების დანერგვასთან, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას,“ – განაცხადა სიბიეს ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა, თამარ გახარიამ.

„მოზიდული ფინანსური რესურსი, 65 მილიონი ლარის მოცულობით, მნიშვნელოვანია სელფის დაფინანსების სტრუქტურისა და საპროცენტო განაკვეთის გაუმჯობესების თვალსაზრისით. მიღებული დაფინანსება და ამის შედეგად გამოთავისუფლებული ფულადი სახსრები მოხმარდება სელფის ქსელის გაუმჯობესებასა და გაფართოებას, კომპანია ასევე აქტიურად გააგრძელებს 5G ტექნოლოგიის და მასთან დაკავშირებული პროდუქტების დანერგვას. ცალკე აღნიშვნის ღირსია სელფის ობლიგაციების მიმართ დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა, რაც განპირობებულია ტელეკომუნიკაციის სექტორში ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგის მიღებით, სტაბილური პოზიციით ბაზარზე და სამომავლო განვითარების მნიშვნელოვანი პერსპექტივით. ხაზგასასმელია, რომ ფასიანი ქაღალდი შეიძინეს საქართველოს წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა და საქართველოს საპენსიო სააგენტომ,“ – განაცხადა ირაკლი ჭედიამ, სელფი მობაილის ფინანსურმა დირექტორმა.

ობლიგაციები ლარშია დენომინირებული, ვადა 3 წელს შეადგენს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 6-თვიან TIBR-ს + 3.5%-ია. ფასიანი ქაღალდი უზრუნველყოფილია კომპანიის უძრავი და მოძრავი ქონებით. განთავსების აგენტები იყვნენ „გალტ & თაგარტი“ და თიბისი კაპიტალი.

თეგები: სელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ ფესტივალს „ჯაზი და ღვინო კახეთი“

14:03 08-20-2026
საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
ახალი ამბები

საერთაშორისო გადახდები კიდევ უფრო სწრაფი ხდება – თიბისისა და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა

12:07 08-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved