საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მეორე ტურში 8-დან 4 კანდიდატი გადავიდა:
ალექსანდრე ვახტანგოვი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია);
თინათინ ბერძენიშვილი (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
ხათუნა ლაგაზიძე (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია)
ირმა სოხაძე (სამოტივაციო წერილი; ბიოგრაფია);
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ხუთშაბათს, 24 სექტემბერს გაიმართება.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტზე კონკურში თავდაპირველად 8 ადამიანი მონაწილეობდა.
გია ტოგონიძე, გოჩა ტყეშელაშვილი, თამაზ ბიბილური და რევაზი შალიბაშვილი კონკურსს გამოეთიშნენ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც 10 აგვისტოს ვასილ მაღლაფერიძემ პოსტი დატოვა.
კომენტარები