ადვოკატთა ასოციაციის დირექტორი, დავით ასათიანი, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს:
“საზოგადოების ნაწილს ძალიან კი მოსწონს, მაგრამ ასეთი კომენტარები რამდენად შეესაბამება აღკვეთის ღონისძიების განმხილველი მოსამართლის როლს?
დავუშვათ ეს ადამიანები არსებითი განხილვის შედეგად გამართლდნენ (რისი ალბათობაც ყოველთვის არსებობს), მაშინ როგორ შეფასდება მოსამართლის ეს წინსწრებით გაკეთებული განცხადებები ???”
“ალიას” არაერთმა ადვოკატმა მოგვმართა უკვე, რომლებიც აპროტესტებენ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებას და ამბობენ, რომ მოსამართლეები სულაც არ ერიდებიან პროცესზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას, უბრალოდ, მათივე თქმით, როგორც ჩანს, ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს, მოსამართლეთა სხვა შეფასებები მოეწონა და ეს უკანასკნელი – არა.

კომენტარები