• რეკლამა
  • კონტაქტი
00:15, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საზოგადოებას სიფხიზლისაკენ მოვუწოდებ და მინდა გავაფრთხილო“ – რას წერს ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:15 05-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,775

ყოფილი მაღალჩინოსანი, ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:

„ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ გლობალური ომის პარტიისა და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორები, ევროპის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავჯდომარეები თბილისში ვიზიტს აპირებენ და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებებს გეგმავენ, რაც მათი მხრიდან უკვე არაერთხელ ვიხილეთ.

ჟიგიმანტას პავილიონისი და სხვა მარიონეტი პოლიტიკოსები მოსყიდული მოლაპარაკე თავები არიან, რომლებიც საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, უკრაინიზაციისკენ მუწოდებდნენ, აქტიურად იყვნენ და არიან ჩართულები სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობაში, ყველა ტრიბუნას და ინსტრუმენტს იყენებენ, რათა ბიძინა ივანიშვილს და ქართულ სახელმწიფოს სანქციები დაუწესდეს, უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში და ჩვენს სუვერენიტეტს არაფრად აგდებენ.

ჩემთვის გასაკვირი არ არის მათი ქმედებები და მოტივი, რადგანაც პირდაპირ არიან დაკავშირებულები “ნაციონალური მოძრაობის” სპონსორებთან და გლობალური ომის პარტიასთან, რომელიც ყველანაირად ცდილობს, საქართველოში რევოლუციური სცენარით შეცვალოს ხელისუფლება, ხოლო შემდგომ ჩვენი სამშობლო პოლიგონად გადააქციოს.

ჩემი ინფორმაციით, ევროპელი პენსიონერების და ქართული სახელმწიფოს მძარცველი კეზერაშვილი ზემოთ ნახსენებ პოლიტიკოსებს კვიპროსში შეხვდა და ზოგს 100 000, ზოგს 50 000 ნაძარცვი დოლარი გადაუხადა, რათა სტაბილური ლობისტური საქმიანობის გარდა უხეშად ჩაერიონ მიმდინარე პროცესებში და გამჭვირვალობის ქართული კანონის წინააღმდეგ ორმაგი ძალისხმევით იბრძოლონ.

სწორედ ამიტომ, მინდა მოვუწოდო უცხოელ პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ დესტრუქციული ქმედებებისგან და არ გაბედონ საქართველოში რადიკალურ ძალებთან ერთად მოქმედება, რადგანაც მათი სქემები გაშიფრულია და სახელმწიფო გადატრიალების გეგმაში მონაწილეობის მიღება მათთვის გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.

ამავდროულად საზოგადოებას სიფხიზლისაკენ მოვუწოდებ და მინდა გავაფრთხილო, არ აყვნენ მოსყიდული პოლიტიკოსების განცხადებებსა და ქმედებებს. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულმა ყველა პირმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა, თუმცა მტრებს ისე დახვდება, როგორც ჩვენნაირ თავისუფლებისმოყვარე ერს ეკადრება”

თეგები: ლევან ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved