პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა:
“ჯერ ერთი, პასუხი არ მევალება, როდესაც საზღვარგარეთ ვარ განცხადებებს შინაურ საქმეებზე არ გავაკეთებ და მითუმეტეს შეწყალებაზე, რომელიც არის ჩემი დისკრეციული უფლება. არ ვაკეთებ ამაზე კომენტარს”, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართა.
კომენტარები