კიდევ ერთი საზარელი ავარია, რომელსაც ისევ ბავშვი ემსხვერპლა. ბათუმში, მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მას ცოცხალს ვერ მიუსწრო.
გამოძიება 276 მუხლით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა ავტოავარიის შედეგად.
კომენტარები