• რეკლამა
  • კონტაქტი
07:53, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთის პოლიტიკა იცვლება…” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
00:10 05-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
424

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

“რად უნდა ბევრი მიდებ-მოდება და იწილო-ბიწილო?!

სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთის პოლიტიკა იცვლება საქართველოსთან მიმართებით და ამ ცვლილებას არანაირი ჰუმანიტარული საფუძველი არ აქვს.

რუსეთის მიზანია კიდევ უფრო მეტად გავხდეთ მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული და როდესაც ეს დამოკიდებულება კრიტიკულ მნიშვნელობას შეიძენს ქართული ეკონომიკისა და ჩვენი ოჯახებისთვის, მაშინ წაგვიჭიროს ყელში. რა უნდა ღარიბი და რეალური ეკონომიკის არმქონე ქვეყნისა თუ მისი მოქალაქეების დამორჩილებას?! საერთაშორისო იზოლაციის ზრდის ფონზე, უკრაინაში წარუმატებელი და უსაშველოდ გაჭიანურებული სისხლიანი ავანტიურის შემდეგ კრემლს მეზობელ სახელმწიფოებსა და მათ საზოგადოებებზე გავლენის ზრდა ჰაერივით სჭირდება.

***

კატეგორიულად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია და თავს დასაჩუქრებულად გრძნობს.

მჯერა, რომ ჩვენი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და სიმდიდრის, პრივილეგიების შენარჩუნებისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ისიც უპირობოდ ცხადია, რომ ჩვენს მთავრობაში პატიოსნებისა და კვალიფიკაციის უმწვავესი დეფიციტია.

უბრალოდ, ეჭვგარეშეა, რომ საქართველოს ხელისუფლება საჩუქრების მიღების რეჟიმში კი არა, მუდმივი ზეწოლის ქვეშ არის.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მთავრობას ყოველდღიურად ემუქრებიან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიით, ადმინისტრაციულ საზღვრებთან დივერსიებით, ბორდერიაციის პროცესის აგრესიული განახლებით, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეების დაწიოკებით, საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანებით, შიდა არეულობების, შფოთისა და მღელვარების წახალისებით (რა უნდა ამას, პოზნერის ერთი ვახშამიც საკმარისია) და ა.შ.

მუქარებს კი ბონუსად (“პრიკუპში”) მოჰყვება პირდაპირი ავიარეისები და სავიზო რეჟიმის გაუქმება, რათა სუსტ, არაკვალიფიციურ, ძალაუფლებას ჩაბღაუჭებულ და დაშინებულ მთავრობას მორიგი შავი ჩრდილი მიადგეს.

ასე რომ ეს საჩუქარი კი არა, ხელისუფლების კიდევ უფრო დასუსტების მცდელობაა.

როგორ შეეძლო “ოცნებას” ამ სიტუაციის თავიდან არიდება? დასავლეთის პროგრესულ წრეებთან (და არა ქორებთან ან ორბანთან) ხიდების მშენებლობით, იუსტიციის საბჭოში ორი-სამი კარგი რეპუტაციის მოსამართლის დანიშვნით, ცესკოს წევრად ორი-სამი პროფესიონალის არჩევით, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე შემცირებით, ნაციონალების მიღმა ორი-სამი კონსტრუქციული და მათდამი დაუქვემდებარებელი პარტიის წარმოქმნის დაშვებით, საზიზღარი ოპოზიციური მედიის ლიდერის არასერიოული ბრალდების საფუძველზე დაჭერისგან თავშეკავებით და ა.შ.

ნაცვლად ამისა, ვიოლა ფონ კრამონის მსგავსი იდიოტების ტლიკინის გამო მთელ დასავლეთთან ხიდები დაწვეს და ძალაუფლების ასი მარცვლიდან ორი-სამი მარცვალიც კი არ დათმეს თავისუფალი გათამაშებისთვის. ჰოდა, ახლა რუსეთის მუქარისა და სიმონიანის ყალბი ქება-დიდების წინაშე ძრწიან…

***
ერთი დიდი პლიუსი მაინც აქვს უვიზო მიმოსვლის დაწესებას.
იმედია, რუსეთის საპასუხოდ ევროპელებიც შეეცდებიან ჩვენი მოსახლეობის გულის კიდევ ერთხელ, საბოლოოდ მოგებას და კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭენ…”

 

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved