ყველას გთხოვთ, ეს იქნება „ნაცმოძრაობის“ თუ ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი საუბნო კომისიის დონეზე ნუ შეაფერხებენ მოგონილი არგუმენტებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან პრობლემის შექმნას იქ, სადაც არ არსებობს, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე ვარაუდით, ამ ეტაპის მონაცემებით, 10-ზე მეტ ქალაქში მეორე ტური იქნება.
კომენტარები