საქართველოში ომიკრონის შტამის უკვე 24 შემთხვევა ფიქსირდება – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 1-2 კვირაში ლოქდაუნებიც დაიწყება – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ამერიკაში ომიკრონი უკვე გახდა დომინანტი ვარიანტი … ერთ კვირაში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა 12.6%-დან 73.2%-მდე გაიზარდა… ევროპაში მოწინავე არის ბრიტანეთი და, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში ლოქდაუნებიც დაიწყება … ჰოლანდია უკვე ლოქდაუნზეა …
პირბადე, დისტანცია, ბუსტერი … დაიბანეთ ხელები და გაანიავეთ შენობები ყოველ 10 წუთში,“- წერს გიორგი ფხაკაძე.
კომენტარები