„ქართულ ოცნებას“ საარჩევნო რეფორმის დროს ჰქონდა ინიციატივა, რომ ე.წ. ნეგატიური პოლიტიკური რეკლამა შეზღუდულიყო. ამას პოლარიზაციისა და მღელვარების გარდა არაფერი მოაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ისინი რაიმე პოზიტიურ გეგმაზე კი არ საუბრობენ, არამედ საუბრობენ ზიზღის შემცველი ენით იმისთვის, რომ მოახდინონ ადამიანის სტიგმატიზება. არ ითვალისწინებენ მათ ოჯახებს, მათ ჰყავთ შვილები. ისინი უყურებენ ამ წინასაარჩევნო რეკლამებს, სადაც მათ მშობლები ზიზღის ენის ობიექტები არიან“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ტელეკომპანია „იმედი“ “ევროპული საქართველოს” რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობს.
კომენტარები