წალენჯიხაში ლიტერატურული ფესტივალი ,,თუთა” – 2025 გაიმართა.
ფესტივალის მეორე დღეს, 14 ივნისს, ლეო ქიაჩელის სახელობის სახლმუზეუმსა და ბიბლიოთეკაში გაიმართა ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო ,,საუბრები ფინჯან ჩაისთან“.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო–საგანმანათლებლო ცენტრის ცნობით, ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს .მარათონის ფარგლებში სტუმრებს შემოუერთდნენ: პოეტი მანანა კააკჩია, ადგილობრივი ლიტერატურული გაზეთი ,,ნოჯიხევის“ რედაქტორი ვალერ ძაძამია და ფილოლოგი მარინე ფიფია.ობუჯის თემში მარათონს მასპინძლობდნენ: ლალი ხვიჩავა, ნანა მიქავა და გოდერძი ფიფია.საღამოს მუსიკალურად აფორმებდა სოფიო აბულაძე.





კომენტარები