• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჭიროა ფინანსური სანქციები „ოცნების“ და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ” – დიდი ბრიტანეთის ანგარიში

ალია ავტორი - ალია
18:14 03-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
145

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა კომიტეტი ანგარიშში „დეზინფორმაციული დიპლომატია — როგორ ცდილობენ მავნე სუბიექტები დემოკრატიის შერყევას“ საქართველოს შესახებაც ამახვილებს ყურადღებას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კრიტიკულად აფასებს.

დოკუმენტში საუბარია დემოკრატიის უკუსვლაზე, ავტოკრატიის კონსოლიდაციის რისკებზე და დასავლური კურსიდან გადახვევაზე. ბრიტანელი კანონმდებლები მოუწოდებენ საკუთარი მთავრობის წარმომადგენლებს, განიხილონ დამატებითი სანქციების დაწესება იმ პირების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, ხელს უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ავრცელებენ დეზინფორმაციას.

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა ბიძინა ივანიშვილს, რომლის შესახებაც აღნიშნულია, რომ მან ფინანსური კაპიტალი რუსეთში დააგროვა და საქართველოში პრორუსული ნარატივების გავრცელებაში ფიგურირებს.

კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში დემოკრატიის განგრძობადი გაუარესების გამო, რაც, მისი ამჟამინდელი ტრაექტორიით, გამოიწვევს ჩამოყალიბებულ ავტოკრატიას, რომელიც მყარად იქნება მოქცეული რუსეთის გავლენის სფეროში, ბელარუსის მსგავსად. ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების, ოპოზიციური ძალების რეპრესიის, ლეგიტიმური პროტესტის შეზღუდვისა და დეზინფორმაციის გავრცელების გამო. ეს ქმედებები წარმოადგენს რუსული სახელმძღვანელოს იმიტაციას და მიუთითებს თბილისსა და მოსკოვს შორის კოორდინაციაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებს იმ ქართველი ოფიციალური პირების დასანქცირების შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშეწყობაზე, – ნათქვამია ანგარიშში. 

დოკუმენტში ავტორები კონკრეტულ რეკომენდაციებსაც აჟღერებენ და დამატებითი ზომების გატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი განცხადებით, საჭიროა მიზანმიმართული ფინანსური და სავიზო სანქციების გაფართოება იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც, მათი შეფასებით, ხელს უწყობენ დეზინფორმაციასა და ქვეყნის ევროპული კურსის დასუსტებას.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, აამოქმედოს ახალი მიზანმიმართული ფინანსური და სამგზავრო სანქციები „ქართული ოცნების“ იმ ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს, ქართველი კლეპტოკრატებისა და იმ ქართული მედიაორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას. ეს დამატებითი სანქციები მნიშვნელოვნად გაზრდის ფასს მათთვის, ვინც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის სურვილს ევროპული კურსისადმი და იქნება ნიშანი, რომ გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას და არა ავტოკრატიას, – წერია დოკუმენტში. 

აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი პარლამენტარები საქართველოში მოვლნების აღწერის და მისი განხილვის დროს საერთაშორისო და სამართლებრივ დოკუმენტებს ეყრდნობიან. მათ შორის, საუბარია ევროპარლამენტის რეზოლუციებზე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დოკუმენტებს და მოსკოვის მექანიზმის დასკვნებს.

გარდა ამისა, დოკუმენტი ასევე ეყრდნობა სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუსაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved