• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, ორშაბათი, 12 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი – დავით უსუფაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:43 07-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარს „ლელოს“ ლიდერი დავით უსუფაშვილი ეხმაურება. 

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მაიკ პომპეოსთან საუბარი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს ეხებოდა.  პომპეომ  თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. 

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ამერიკა კვლავ რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად, თუმცა პომპეოს განცხადება პირდაპირ მიანიშნებს „ქართულ ოცნებას“, რომ არჩევნები სამართლიან გარემოში ჩაატაროს. 

„კარგი ამბავი ისაა, რომ ამერიკა რჩება ქართველი ხალხის სტრატეგიულ პარტნიორად და პომპეოს განცხადებაც  ამას ნიშნავს. ცუდი ამბავი ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მორიგ ჯერზე მოჭრა თავი და საჭირო გახდა ოკეანის გაღმიდან  იმაზე მითითება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი, სასამართლო დამოუკიდებელი და პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიტაცოს ძალაუფლება, იგი უნდა დაუტოვოს ხალხს, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. ეს იყო ამ საუბრის პოლიტიკური დატვირთვა და მიზეზი. ჩვენ ვნახეთ  აშშ-ს კონგრესმენის მკაფიო მითითება საკუთარი მთავრობისადმი ,  რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სწორედ სახელმწიფო მდივან პომპეოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იმ ტიპის თვალთმაქცობები, რასაც ქართველი ხალხი ძალიან კარგად ვხედავთ, გარედანაც ხედავენ. ამიტომ საჭიროა სიტყვისა და სტანდარტის ერთგულება, რითაც საქართველომ უნდა დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო დემოკრატიულ სისტემაში. სწორედ ამაზე გადის ჩვენი კეთილდღეობის, სიღარიბის დაძლევისა და იმ პრობლემის მოგვარების გზა, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაშია,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თეგები: დავით უსუფაშვილილელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

14:22 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved