• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

სოსისი, წიწიბურა და მეზობლის სუნამო: რატომ არ ღირს იაფიანი სასტუმროების დაჯავშნა

ალია ავტორი - ალია
20:18 06-08-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

დაიწყო ზაფხული, დასვენების კი არადა, კარგად დასვენების საუკეთესო დრო და ისევ აქტუალური გახდა კითხვა – სასტუმრო, თუ ბინა დღიურად ქირით?

მოდი, ერთად ავწონ–დავწონოთ და ვნახოთ რომელი სჯობს, როგორ ამოვიცნოთ თაღლითი გამქირავებელი და ბოლოს კი, რა გვევალება, როგორც პატიოსან დამქირავებლებს?

ბინა – აპარტამენტი ქირით, დღიურად:

თუ ბოლო სართულს არ ქირაობ მთლიანად, სასტუმროს ნომერთან შედარებთ ბინა ყოველთვის უფრო დიდია, საძინებელი იზოლირებულია, მისაღები ოთახი გაქვს და პირადი სივრცეც საჭიროებისას. რაც მთავარია – მისი უდიდებულესობა პრივატულობა – რაც სასტუმროში მიუღწეველი ამბავია, მათ შორის, იმ სასტუმროშიც, რომელსაც ყველაზე მეტი ვარსკვლავი აქვს, რაც კი არსებულა.

განსაკუთრებით მომგებიანი და საუკეთესო ვარიანტია ბინა დიდი ოჯახებისთვის, წყვილისთვის, მეგობრების დიდი კამპანიისთვის.

ფინანსებს რაც შეეხება, სასტუმროს და ბინის ფასი რომც არ შევადაროთ – ბინას აქვს სამზარეულო – ანუ, კერძის მომზადება შეგიძლია, თუნდაც მარტივის და სწრაფად, ეს კი საგრძნობლად ამცირებს კაფე-რესტორნების ხარჯებს, განსაკუთრებით ხანგრძლივი დასვენებისას, ან როცა ბევრნი ისვენებთ ერთად.

ავთენტური და ლოკალურია

კერძო ბინები ხშირად ჩვეულებრივ, “ცოცხალ”, მჩქეფარე უბნებში ქირავდება. ეს საშუალებას გაძლევს თავი იგრძნო არა უბრალოდ ტურისტად, არამედ იმ ქალაქის ნაწილად, გაიცნო და ესაუბრო ადგილობრივები, აღმოაჩინო ბევრი უცხო და ლამაზი ადგილი, გადაიღო მეტი კარგი ფოტო.

და ბოლოს ისიც – ფასი

გარდა იმისა, რომ ბინის ქირაობა ყოველთვის შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმროს ნომრის, ეკონომია ლამის ათმაგდება, თუ 3-6 ადამიანი ერთად მოგზაურობს, ერთი ბინის დაქირავება ყოველთვის ძალიან ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე სასტუმროში რამდენიმე ცალკეული ნომრის აღება.

სასტუმრო, რომელსაც ბინის ფასად იქირავებ

ახლა ზოგი აუცილებლად გაიფიქრებს, რომ სმენია ისეთ სასტუმროებზე სადაც ნომერი თითქმის იგივე ფასი ღირს, რაც ბინა. კი, მეც ვიცი. ეს ის სასტუმროებია, კედლიდან რომ ხმები ისმის მეზობელი ნომრებიდან, სუნი რომ შემოდის სუნამოსიც კი, და თუ გვიან ღამით ინდური, ანუ მკვეთრი სუნის საკვები გამოიძახა მეზობელმა, პრაქტიკულად, ერთად დაყნოსავთ. არ გხვდება უთო, ან გხვდება და გაფუჭებულია, და ვერც ამბობ, ემანდ გაფუჭებაც შენ არ „შეგეტენოს“, გხვდება ტელევიზორი და არ ირთვება არხება, ან ირთვება და ითიშება, ინტერნეტი ცუდია, ლიფტს იმდენი ხანი უნდა ელოდო, უკვე ნატრობ, მოვიდეს 4 ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, აგიყვანონ ხელში ფაქიზად, „აგიტანოს“ ნომერში და მერე თუნდაც დაგაგდონ საწოლზე… საუზმე ფოტოზე ბევრად ლამაზი ჩანდა და წიწიბურა, სოსისი და მოხარშული კვერცხი რა ეღირებოდა, რომ ამდენი გადაუხადე საუზმეში, – ფიქრობ და კი აღარ გინდა, მაგრამ მაინც ილუკმები.

ასეთი სასტუმროები კი ღირს იაფი, ოღონდ, დასასვენებლად არ ღირს. კარგი სასტუმროები კი – ძვირი სიამოვნებაა.

პირად გამოცდილებასაც მოვყვები, ერთ–ერთი ძვირადღირებულ სასტუმროში, კი, ეგეთშიც ვყოფილვარ, ფანჯრის გაღების საშუალება და უფლება არ მომცეს. მითხრეს, რომ სპეციალურადაა ჩარაზული, რომ თუ ბავშვიანი ოჯახი შევა ნომერში, ფანჯარა ვერ გაიღოს. რა საჭიროა ფანჯარა, რომელიც არასოდეს იღება, ვერ მითხრეს. მარტო ვიყავი და აშკარად არც ბავშვს ვგავარ, ვითხოვე, იქნებ, ჩემთვის გაეღოთ. მითხრეს, რომ თუ მცხელა, გამაგრილებელი სისტემა ჩავრთო. ვცადე ამეხსნა, რომ ფანჯრებს ადამიანები მხოლოდ სიცხის გამო არ აღებენ და მანამდეც აღებდნენ, ვიდრე ეგ გამაგრილებელი სისტემები შემოვიდოდა, რომ ჟანგბადიც მჭირდებასავით და სუფთა ჰაერი, – ამიტომ ვარ მთაში სასტუმროში. გამომიგზავნეს დაცვა, ანუ, ფიზიკურად ძლიერი ადამიანი, რომელმაც სცადა გაღება, მიაწვა, მოაწვა, მაგრამ ვერ გააღო და მითხრა, ეს ჭდე რომ გადავჭრა, მერე ახალის დაყენება პრობლემა იქნება და თუ იმიტომ გინდათ ფანჯრის გაღება, რომ ჩუმად გინდათ სიგარეტის მოწევა, პირდაპირ ნომერში მოწიეთ, არაა პრობლემა, ეს ხანძარსაწინააღმდეგო და ბოლსაწინააღმდეგო სისტემა, არ მუშაობს, ზუსტად ვიციო.

სასტუმროებმა ბრალი რომ არ დამდონ მიკერძოებაში, მათ პლუსებსაც ჩამოვწერ:

მომსახურება – 24/7–ზე, თუ კარგი და ხარისხიანიანია – ღამე მართლაც რეალურად მუშაობს მისაღები და არა მხოლოდ განცხადებაში. სასტუმრო ვალდებულია დაგეხმაროს, თუ ოთახში რამე გაფუჭდა. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ მაღალია ჯარიმები, თუ რამე თავად გაგიფუჭდა. არ გიწევს თეთრეულის გამოცვლა და ნაგვის გატანა, ან ნომრის დალაგება. თუმცა, დღეს უკვე, ბინის ქირაობისასაც გემსახურებიან დალაგების სერვისით, თანხის დამატებით და თუ რამე გაფუჭდა, ბინის მეპატრონეც მოდის დასახმარებლად, ასე რომ ამ პლუსებზეც კი, სასტუმროებს უკვე აღარ აქვთ სრული „მონოპოლია“.

საბოლოო ჯამში, არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ შენზეა, ცხადია. ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ აწონ–დაწონე და ბინის დღიურად ქირაობა გადაწყვიტე, სასტუმრო ვინც „მოკლა“, იმანვე გადაათრიოსო“ პრინციპით, როგორც პასუხისმგებლიანი ბლოგერი, გასწავლი რას უნდა მიაქციო ყურადღება, რომ არ გახდე თაღლითობის მსხვერპლი.

როგორ ამოიცნო თაღლითი გამქირავებელი:

რამდენიმე ნიშანი არსებობს, რომელიც უკვე გაჩვენებს, რომ რაღაც საეჭვოა.

დაბალი ფასი და კარგი ფოტოები

ფუფუნება იაფად:

თუ მდიდრული, ახალგარემონტებული აპარტამენტი ქალაქის ცენტრში იმაზე ორჯერ იაფი ღირს, ვიდრე საშუალო საბაზრო ფასია, – ეს პირველი და ყველაზე აშკარა წითელი ნიშანია. თაღლითები დაბალ ფასს სატყუარად იყენებენ. რამდენიმე დღის წინათაც კი მოხდა მსგავსი, ჩემმა მეგობარმა ლამის ჰაერში ჩაიცვა და ისე გაიქცა, სანუკვარი ბინის საქირაოდ და ადგილზე მისულს არც კი დახვდა თაღლითი მაკლერი, დაურეკა და უთხრა, რომ ეს ბინა უკვე გაქირავდა და სხვა ბინა აქვს, ოღონდ, სულ სხვა უბანში! სავარაუდოდ, მაკლერს, იმედი ქონდა, რომ უკვე სახლიდან იყო გამოსული და სხვა უბანშიც წავიდოდა ბინის სანახავად, ან იმედგაცრუებული იმ ვარიანტს დასჯერდებოდა, რასაც შეაჩეჩებდა.

მეორადი ფოტოები:

ხშირად განცხადებაში ატვირთული სურათები მოპარულია ინტერნეტიდან ან დიზაინერული საიტებიდან. თუ ფოტოები ზედმეტად იდეალურად, ხელოვნურად გამოიყურება და მათზე არ ჩანს რეალური ცხოვრებისეული დეტალები (მაგალითად, ხედი ფანჯრიდან, კორპუსის სადარბაზო), გადაამოწმე ისინი Google Images-ის მეშვეობით.

ახალი პროფილი:

განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებს იმ პროფილებთან, რომლებიც სულ რამდენიმე დღის წინ არის შექმნილი და არ გააჩნია ვერიფიკაცია (იდენტობის დადასტურება).

თუ ბინას არცერთი შეფასება არ აქვს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ყალბია (შესაძლოა ახალია), თუმცა, ეს ნამდვილად არის გადამოწმების საფუძველი და ამიტომ, ასეთი ბინის მასპინძლებს მაქსიმალურად ბევრი დამაზუსტებელი კითხვა დაუსვი.

შაბლონური კომენტარები:

თუ ბინას აქვს 5-6 შეფასება და ყველა მათგანი ერთსა და იმავე დღესაა დაწერილი, თანაც შაბლონური, მოკლე ფრაზებით (მაგ. „ძალიან კარგია“, „საუკეთესოა“), შესაძლოა ეს გამოხმაურებები ყალბი, ხელოვნურად შექმნილი იყოს დააქაც ფრთხილად მოქმედებაა საჭირო.

უცნაური კომუნიკაცია და აგრესიული მარკეტინგი:

თაღლითები ხშირად გაჩქარებენ: „ახლავე თუ არ გადმორიცხავთ, სხვა ჯავშნის“, „ბოლო შანსია“. ცდილობენ დრო არ დაგიტოვონ მოფიქრებისთვის, გაკითხვისთვის, მეტის გაგებისთვის.

თუ მასპინძელი თავს არიდებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას (მაგალითად: ზუსტი მისამართი, პარკინგის პირობები, ინტერნეტის სიჩქარე) ან მისი საუბრის სტილი ძალიან რობოტულია, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინე.

ლოკაცია და მისამართი:

დაჯავშნამდე აუცილებლად მოითხოვე ზუსტი მისამართი და გადაამოწმე ის ონლაინ რუკებზე (Google Maps). ნახე, რეალურად არსებობს თუ არა აღნიშნული შენობა და შეესაბამება თუ არა ხედი იმას, რაც ფოტოებზეა ნაჩვენები.

თუ ადგილზე მისულს მასპინძელი გეტყვის, რომ ფორსმაჟორის გამო ის ბინა დაკავებულია და „უფრო უკეთეს“ (რეალურად კი ბევრად უარეს) ალტერნატივას გთავაზობთ, ეს კლასიკური მახეა.

და ბოლოს, ენდე ინტუიციას, თუ რამე ზედმეტად იდეალურად გეჩვენებათ იმისთვის, რომ სიმართლე იყოს, როგორც წესი, ის მართლაც ყალბია.

როგორი უნდა იყოს კარგი გამქირავებელი და მასპინძელი, ამაზე ბევრი ვისაუბრე და ახლა დაპირებისამებრ, მოკლედ მოვყვები, როგორი უნდა იყოს კარგი დამქირავებელი.

5 წესი, რომელიც ყველა კარგმა სტუმარმა უნდა იცოდეს

დროის ყადრი

სასტუმროსგან განსხვავებით, სადაც 24-საათიანი რეცეფშენია, კერძო ბინის შემთხვევაში მასპინძელი თავად გეგმავს დღეს თქვენს დასახვედრად ან დამლაგებელს უთანხმებს საათებს, შესაბამისად, ადრე მისვლა, ან დაგვიანება, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ცუდი ტონია. თუ გეგმები შეგეცვლება, შეატყობინე.

სახლის წესები

დაჯავშნამდე ან ბინაში შესვლამდე აუცილებლად წაიკითხეთ მასპინძლის მიერ გაწერილი წესები. ეს ეხება შინაური ცხოველების ყოლას, მოწევას (ნებადართულია თუ არა აივანზეც კი), წვეულებების მოწყობას და ა.შ.

ავეჯის და ტექნიკის გაფრთხილება

დღიურად ნაქირავები ბინა ხშირად დიდი შრომითაა მოწყობილი, და უმეტესად, ბანკის ვალით. გაუფრთხილდით ავეჯს, ტექნიკასა და ჭურჭელს.

თუ შემთხვევით რამე გატეხე ან გააფუჭე. ნუ დამალავ. უთხარით მასპინძელს პირდაპირ – ადამიანური მიდგომა ყოველთვის ფასდება და ხშირად ზარალის ანაზღაურებასაც კი არ მოგთხოვენ სიმართლის თქმის გამო.

გარემოზე და მასპინძელზე ზრუნვა

ის, რომ კომუნალურ გადასახადებს შენ არ იხდი, არ ნიშნავს, რომ რესურსები უმიზნოდ უნდა ფლანგო.

როდესაც ბინიდან გადიხარ სასეირნოდ ან ექსკურსიაზე, გამორთე კონდიციონერი, გათბობა, ტელევიზორი და ნათურები. ეს არა მხოლოდ ელემენტარული ეტიკეტი, არამედ გარემოზე ზრუნვაცაა.

წასვლისას:

და ბოლოს, არავინ გთხოვს მთლიანი ბინის დალაგებას, მაგრამ ნაგავს თუ გაიყოლებ, ეს სასიამოვნო იქნება მასპინძლისთვის და თუ ავეჯს გადაადგილებ, ესე იგი, თავის ადგილას დაბრუნებაც შეგიძლია.

მთავარი პრინციპი ისაა, დატოვო ბინა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თავად ისურვებდი რომ დაგიტოვონ, ცხადია, ზედმეტი ფანატიზმის გარეშე, ელემენტარულ წესებს ვგულისხმობ, თორემ, ქირის ფასი დალაგებას ითვალისწინებს და მთელი ბინის გენერალური დალაგების არც ვალდებულება გაქვთ და არც შესაძლებლობა გამომგზავრების წინ.

დარჩა მხოლოდ ერთი საკითხი – სად უნდა იპოვნო ბინა ქირით დღიურად კარგი პირობებით? – ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც არაერთი განცხადებაა, სადაც კონკურენციაა, სადაც პირდაპირ შეგიძლია დაუკავშირდე მეპატრონეებს, სადაც კომენტარებს რეალური ადამიანები ტოვებენ – და სწორედ ასეთი საიტია მონიშნული 3 ხაზით ზემოთ წითლად. კარგად შეინახე, ანუ, ბევრს გაუზიარე, რათა აღარასოდეს დაგეკარგოს და ყოველი დასვენებისას, ამ ბლოგის ძებნა არ მოგიწიოს.

 

თეგები: აპარტამენტი დღიურადბინა დღიურადბინა ქირით

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები
ახალი ამბები

სასტუმრო თუ აპარტამენტი: პლუსები, მინუსები და ფასები

20:18 06-08-2026
ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე
ახალი ამბები

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

16:58 06-08-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:48 06-08-2026
რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?
ახალი ამბები

რა შემთხვევაშია ბათუმში მანქანის ქირაობა 3-ჯერ ძვირი და როგორ აიცილო ეს თავიდან?

16:28 06-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved