• რეკლამა
  • კონტაქტი
23:20, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოს ექიმების პროტესტი – სად ათევენ ისინი უკვე მეორე ღამეს? – რამდენია ექიმის ხელფასი რეალურად?

ალია ავტორი - ალია
20:10 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
609

სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტი იქნება და იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ ადმინისტრაცია მათთვის ხელფასების მომატებას არ დათანხმდება. სასწრაფოში დასაქმებული ექიმები და მძღოლები ხელფასის 100%-ით მომატებას ითხოვენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ბოსტოღანაშვილი „ფორმულასთან“ ამბობს:

„ადმინისტრაციასთან გუშინ გვქონდა მორიგი შეხვედრა, რომელიც დასრულდა უშედეგოდ. ჩვენ დავაანონსეთ უწყვეტი პროტესტი ადმინისტრაციის შენობაში, გუშინაც გავათენეთ ღამე, დღესაც გავათენებთ და ვგეგმავთ ასე“

ხელფასების მატების მოთხოვნით სასწრაფოში დასაქმებული პირები აქციებს უკვე რამდენიმე თვეა მართავენ. მათი თქმით, სახელფასო ანაზღაურება დაბალია განსაკუთრებით ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფონზე.

სასწრაფოს ექიმები, რომლებიც პროტესტში იღებენ მონაწილეობას აცხადებდნენ, რომ კოვიდ პანდემიის პერიოდში ისინი ხელფასზე დანამAტს იღებებდნენ, თუმცა გასული წლის აპრილიდან, მას შემდეგ რაც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბი შემცირდა, დანამატებიც მოუხსნეს.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციისგან ჰქონდათ დაპირება, რომ დანამატს ხელფასის ზრდის გარეშე არ მოუხსნიდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ჯერ კიდევ 2022 წლის მაისში და ივნიში დასაქმებულებმა არაერთი აქცია გამართეს და მაშინ გამოქვეყნდა მედიაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ხელფასები ასე იყო გადანაწილებული:

  • საშუალოდ, თვეში რეანიმატოლოგის სახელფასო ანაზღაურება 2000 ლარს, ექიმის — 1700 ლარს, ექთნის — 1300 ლარს, მძღოლის — 1200 ლარს შეადგენს;
  • სამუშაო გრაფიკი მოიცავს 4 დღეში ერთხელ 24-საათიან მორიგეობას (თვეში, საშუალოდ, 7-ჯერ);
  • მათ, ისევე როგორც სხვა საჯარო მოხელეებს, წლის დასაწყისში 10%-ით გაეზარდათ ხელფასები;
  • დასაქმებულების სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს სამუშაო საათები თვეში 192 საათიდან 156 საათამდე შეუმცირდათ ისე, რომ ხელფასები არ დაჰკლებიათ.

თუმცა, გამოცემა “ნეტგაზეთთან” დასაქმებულები ამბობედნენ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს:

ზაზა კირვალიძე, სასწრაფოს უფროსი ექიმი:

„რეანიმატოლოგის ხელფასი რომ წერია, 2000 ლარი… ჯერ ეს ერთი, ესენი არიან კატასტროფის ბრიგადის რეანიმატოლოგები, – საავადმყოფოდან საავადმყოფოში რომ გადაჰყავთ, რაიონებიდან მიჰყვათ-მოჰყავთ ხალხი რეანომობილებით. ეს ადამიანები არ მონაწილეობენ აქციაში, თუმცა არც მათი ხელფასია 2000 ლარი. ეს არის დაუქვითავი რაოდენობა. საშემოსავლო როდესაც ჩამოეჭრებათ, გამოდის 1600 ლარი ხელზე. ამას დამატებული 2% საპენსიო, – 1560 ლარი გამოსდით. უფრო ნაკლებიც.

რაც შეეხება უფროსი ექიმის „1700 ლარს” – ეს არის თბილისის სასწრაფოს ექიმის დაუქვითავი ხელფასი. საშემოსავლოს გამოკლებით გამოდის 1360 ლარი. ამას დააკლდება საპენსიო 2% (34 ლარი) და გამოდის 1326. ამას გარდა, გვაკლდება პროფკავშირების საწევრო 1% (17 ლარი) და დაზღვევა (მინიმუმ 19 ლარი, მე 56 ლარს ვიხდი, რადგან საბაზისო პაკეტი უარესია, ვიდრე საყოველთაო დაზღვევა). გამოდის ხელზე 1253 ლარი. პირადად მე, უფროს ექიმს, 7 მორიგეობაში გუშინ დამერიცხა 1179 ლარი. რეალური ხელფასი ეგ არის. უმცროს ექიმს ნაკლები აქვს და მძღოლს 900 ლარამდეც არ გამოსდის“

გიორგი ჩიტაშვილი სასწრაფოს მძღოლი:

„ჩვეულებრივ, ჩვენ გვაქვს თვეში 7-8 მორიგეობა. ჯამში, 900 ლარამდე გამოდის, 880 ლარამდე. თუ ჩვენ მორიგეობა დავიმატეთ, – ანუ ყოველი მეოთხის ნაცვლად, ყოველ მეორე დღეს თუ ვიმუშავეთ, – მაშინ ავდივართ 1000 ლარამდე, ჰა-ჰა 1100 ლარამდე, მაგრამ ეს ისედაც მძიმე სამუშაოა და ხშირად არ ხდება ხოლმე დამატება“, – ეუბნება „ნეტგაზეთს“ გიორგი ჩიტაშვილი.

:უფროსი ექიმი, მაია ნაკაშიძე ასევე „ნეტგაზეთთან“ ამბობდა, რომ ბოლოს ხელფასის სახით ანგარიშზე 1245 ლარი დაერიცხა (7 მორიგეობაში).

2022 წლის 7 ივნისს, სამინისტროში პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილის მონაწილეობით დაგეგმილია სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები. როგორც ჩანს, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სად არის დღეს, მოლაპარაკებებიდან 7 თვის შემდეგ პროფკავშირების სამსახური და რა გააკეთა ამ 7 თვეში – ჩვენთვის უცნობია. 

თეგები: ჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved