• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოდაა ჩასატარებელი ვატო წერეთლის ნარკო–ფსიქიატრიული ექსპერტიზა – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:15 07-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

 ექსპერტი დავით ქართველიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის ანრი ოხანაშვილისა და „ტვ. პირველის“ დამფუძნებლის ვატო წერეთელის დაპირისპირებას შემდეგნაირად ეხმიანება:

„დავუბრუნდეთ გუშინდელ ინციდენტს. „ჭუტა-კადრები“ ჯერ არ გვინახავს, ვიხილეთ „ჭუტა-ტექსტი“, სადაც ვატო წერეთელი ცდილობდა ქართულ ენაზე მიეწოდებინა აშკარად „საექსპერტიზო“ შინაარსის აზრი თავის შეუძლოდ ყოფნის თაობაზე, რაშიც მგონი პუტინიც კი დაადანაშაულა. ახლა კი სერიოზულად. მერამდენედ ეთამაშება ცეცხლს „ტვ პირველი“. ჯერ ვიხილეთ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის მიერ დასაცავ ობიექტებზე – პრემიერ-მინისტრის არასრულწლოვან შვილებზე ამ ე.წ. ტელევიზიის ე.წ. ჟურნალისტების მხრიდან ჯერ ჩასაფრების, ხოლო შემდგომ თავდასხმის ოპერაცია. მათი ზონდერ-ჟურნალისტების მიერ ჩემი სოფლის სახლის მისასვლელის გადაკეტვის, შეურაცხყოფის, პროვოკაციული შეკითხვებით მწყობრიდან გამოყვანის მცდელობა ჩემს თავზე გადავიტანე, მაგრამ – სახელმწიფო დაცვის ობიექტი არ ვიყავი, კი ბატონო.

სამაგიეროდ, ასეთ ობიექტს წარმოადგენს აშშ-ს საელჩო და იქ მომუშავე პერსონალი. ნებისმიერი, არაადეკვატურად მოქმედი ადამიანი, რომელიც მაპროვოცირებელი საქციელით საფრთხეს უქმნის დასაცავი ობიექტის უსაფრთხოებას, მით უმეტეს, რომ მისი ეს მდგომარეობა შესაძლოა გამძაფრებული იყოს ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის ზემოქმედებით, აუცილებლად უნდა გახდეს აშშ-ს შიდა დაცვის და სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების გამოკვლევის საგანი. რა მოტივი ამოძრავებდა წერეთელს დასაცავ ობიექტზე, იქ არსებული უსაფრთხოების სისტემის საფრთხეში გამიზნულად ჩასაგდებად – ამაში გარკვევა, ქვეყნის პრესტიჟის ამბავია, როგორც მინიმუმ. ამიტომ არის სასწრაფოდ ჩასატარებელი მისი ნარკო/ფსიქიატრიული ექსპერტიზა“,

თეგები: დავით ქართველიშვილივატო წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved