• რეკლამა
  • კონტაქტი
15:23, ორშაბათი, 20 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოდ – სკანდალური ინფორმაცია ჩინეთის ლაბორატორიაზე – რას უკავშირებენ კორონა ვირუსს

ალია ავტორი - ალია
17:32 01-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

რუსული მედია ავრცელებს სკანდალურ ინფორმაციას:


ჩინეთის ქალაქ უხანაში 2017 წელს გაიხსნა ძლიერი სამეცნიერო, ბიოუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც, როგორც თავდაპირველად თქვეს, საშიში ვირუსების კვლევაზე იმუშავებდა.
რუსული მედია იშველიებს წყაროდ „Daily Mail“-საც, რომელიც ასევე წერს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანაში უკვე ორი წელია მეოთხე დონის ლაბორატორია მოქმედებს.
აღსანიშნავია, რომ უხანის ლაბორატორია ზღვის პროდუქტების ბაზრიდან 32 კოლომეტრის დაშორებით მდებარეობს და იმის გათვალიწინებით, რომ ვირუსი ცხოველებისგან გავრცელდა, ეს ლაბორატორია კი სწორედ ცხოველებზე აწარმოებდა ცდებს – ვარაუდობენ, რომ არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ ვირუსი სწორედ უხანაში გავრცელდა.


ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვლაში გამოცემა „ბუნება“ წერდა, რომ უხანაში იქმნება ლაბორატორია, რომელიც იმუშავებს მსოფლიოში ყველაზე საშიშ პათოგენებთან. მას ექნება ბიოუსაფრთხოების მეოთხე დონე.
მეოთხე დონე არის ყველაზე მაღალი დონე, იგი ითვალისწინებს უსაფრთხოების მაქსიმალურ ზომებს, ჰაერის, წყლის და ნარჩენების გაფილტვრაც კი უნდა მოხდეს, სანამ მათ ლაბორატორიიდან გარეთ გამოუშვებენ.
მსგავსი ტიპის ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალს ევალება ყოველ მისვლაზე გამოიცვალოს ტანისამოსი, მიიღოს სადეზინფექციო შხაპი ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებამდე და მის შემდეგ.
როგორც გაზეთი იტყობინება ლაბორატორიაზე დაიხარჯა 44 მილიონი დოლარი.


ლაბორატორიის გახსნამდე ჩინელი მეცნიერები აფრთხილებდნენ სახელმწიფოს, რომ შესაძლებელი იყო შესასწავლი ვირუსების გავრცელება მომხდარიყო.
მეტიც, ჩინელი მეცნიერები საუბრობდნენ იმაზეც, რომ თავის დროზე, 2004 წელს ვირუსმა პეკინის ლაბორატორიიდან გაჟონა.


ლაბორატორიის დირექტორი იუან ჟიმინგი მაშინ მეცნიერებს ასე პასუხობდა: ლაბორატორია კონცენტრირებულია ახალი ვირუსული დაავადებების წინაღმდეგ საბრძოლველად. ასევე ინახავდეს „გაწმენდილ ვირუსებს“ და თანამშრომლობს მსოფლიოს სამეცნიერო ლაბორატორიებთან. უზრუნველყოფილია მსოფლიოში წამყვანი ბიოუსაფრთხოების სისტემით – ეს ნიშნავს, რომ ჩინელ მეცნიერებს შეგვიძლია შევისწავლოთ ყველაზე საშიში პათოგენებიც კი“
ჩინეთის „ვირუსოლოგიის ლაბორატორიის დირექტორმა, ბრუნო ლინამ კი განაცხადა, რომ „ლაბორატორიებს ჩინეთში ნაკლები ბიუროკრატიული დაბრკოლებები აქვს გადასალახი, ვიდრე – დასავლეთში. შესაბამისად, ჩინეთში ლაბორატორიას შეუძლია პრიმატებზეც აწარმოოს დაკვირვება.“

თუმცა, ჩინეთში ლაბორატორიის გახსნას მეცნიერთა უმეტესობა ამ პასუხების მერეც ეწინააღმდეგებოდა და ამბობდნენ, რომ პრიმატებზე დაკვირვება უფრო საშიშიცაა, რადგან, პათოგენებით ინფიცირებული ერთი მაიმუნიც რომ გაექცეს ლაბორატორიას, ვირუსი გავრცელდება.
რატგერსიის უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგი, რიჩარდ აბრატი კი ამბობდა, რომ ამ ლაბორატორიის გამო, ჩინეთი ინფექციის და ვირუსის გავრცელების საფრთხის ქვეშ დგას.

წყარო: hvylya.net, vestifinance.ru, iz.ru

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved