• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასწრაფოდ გადაეცეს მიუკერძოებელ ქიმიურ ექსპერტიზას, შს მინისტრის მოადგილის მიერ აღიარებული – წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების ნიმუშები” – კოტე კემულარია

ალია ავტორი - ალია
14:23 12-03-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,108

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:

BBC გამოძიებამ, ბელორუსული კა გე ბე -ეს
“ექსკლუზივის”–მომიტინგეების ხანგრძლივი ვადით პროტესტისგან ჩამოცილების მეთოდებზე
“თ ა ნ ა მ შ რ ო მ ლ ო ბ ი ს”
შესახებ, გომელაურის ხელმოწერილი ხელშეკრულება გაახსენა ბევრს!!!
როდესაც გდდ რობოკოპები და მათთან ერთად მყოფი შავნიღბიანი “მოქალაქეები”, მასიურად და მხოლოდ თავში ურტყამდნენ დაუზოგავად მომიტინგეებს და თავ-ყბის ძვლებს უმტვრევდნენ, მაშინვე დაიწერა რომ, ეს იყო ასეულობით მომიტინგის პროტესტისგან ხანგრძლივი ვადით ჩამოშორების “ბელორუსული” პრეცედენტის
გამოყენება…
ამ ბელორუსული “მეთოდის” მეორე ფორმის შინაარსი არის ჩადებული—გომელაურის და მისი რაზმის მიერ მიღებულ— UN 3439(სავარაუდო Camite) და UN1710(ტრიქლორეთანოლი) ნაზავის,
წყლის ჭავლში შერევის გადაწყვეტილებაში!!!
ამერიკელი პროფესორი-ტოქსიკოლოგი,
ჰოლშტეგი უდასტურებს ბი ბი სი გამოძიებას
ს ა შ ი ნ ე ლ ფაქტობრივ გარემოებას: “თბილისში —ქიმიური შენაერთებით გაზავებული
წყლის ჭავლით ათასობით ადამიანის დაზიანება— ასეულობით პაციენტის მიმართვა კლინიკებისადმი, ათი და მეტი დღით გახანგრძლივებული, ერთმანეთის მსგავსი ჩივილებით—კანის და თვალების გაუსაძლისი წვა, სუნთქვის გაძნელება, ღებინება—შეიძლება ყოფილიყო ნაკარნახევი მათი პროტესტისგან დიდი ხნით ჩამოცილების მიზნით…
გამოცდილი ტოქსიკოლოგის დასკვნით: ყველაზე ძლიერი ცრემლდენი სპრეის გამოყენებისაც კი, მხოლოდ მცირე დროით ხდება მომიტინგის მწყობრიდან გამოყვანა—პირს შეუძლია ადგილზე გადაიტანოს რამდენიმე წუთიანი თვალის და კანის წვა, სუნთქვის შეკვრა და ისევ დაუბრუნდეს საპროტესტო მიტინგს!!!
Camite-ტრიქლორმეთანოლის შემცველი წყლის ჭავლში კი, წარმოიქმნება მ ჟ ა ვ ა რომელიც ხანგრძლივი ვადით აზიანებს კანს, თვალებს და შიდა ორგანოების ლორწოვან ზედაპირს, რაც გაუსაძლის ტკივილებს და კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობას იწვევს!!!
BBC გამოძიება აქვეყნებს ქართული
გდდ-ს
შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსის მიერ რობოკოპებისთვის გადაცემულ ამუნიციების ზედნადებს, სადაც, ცრემლსადენ გაზებთან ერთად არის დაფიქსირებული,
UN3439 და UN1710 ქიმიური ნივთიერებები:
მათი შეფუთვის ფორმა, რაოდენობა და შეზავების ინსტრუქცია!!!!
საქართველოს გამოძიებას, საქმის აღძვრისთანავე უნდა გაეჩხრიკა გდდ შენობები, ამოეღო დოკუმენტაცია და საშიში ქიმიური ნივთიერებების ნიმუშები და დ ა ე ლ უ ქ ა საწყობები…ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს წყლის ჭავლის მანქანებს, რომლის ლითონზეც აუცილებლად დარჩებოდა ტრიქლორეთანოლის
მ ჟ ა ვ ი ს ზემოქმედების კვალი!!!!
განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო
UN1710-ტრიქლორეთანოლის წყლის ჭავლში
შემცველობაზე…ის არის შუშის ქილებში დაფასოებული ფხვნილი, მაგრამ,
სხვა ქიმიური რეაგენტის გახსნის შემდეგ იქცევა
იმდენად ძლიერ მოქმედ მ ჟ ა ვ ა დ, რომ მას იყენებენ მეტალების
დ ე გ რ ა დ ა ტ ო რ ა დ!!!
ანუ, ამ ხსნარში მოთავსებული მეტალის ფირფიტა
ი შ ლ ე ბ ა(?!?!)
BBC გამოძიების საგანი—თბილისში, მოქალაქეების მიმართ ქიმიური იარაღის გამოყენების სავარაუდო ფაქტი არ ეხება მხოლოდ საქართველოს და აუცილებლად იქცევა საერთაშორისო გამოძიების ობიექტად…
ახლა მთავარია—ს ა ს წ რ ა ფ ო დ და
გ ა დ ა უ დ ე ბ ლ ა დ გადაეცეს მიუკერძოებელ ქიმიურ ექსპერტიზას,
შს მინისტრის მოადგილის მიერ აღიარებული —
წყლის ჭავლში შერეული ნივთიერების ნიმუშები, რათა ექიმებმა შეძლონ შიდა ორგანოებში მოხვედრილი შხამებით დაზიანებული პაციენტების, შესაბამისი ანტიდოტით მკურნალობა…
დადგენილია, რომ —თუ არ მოხდება მისი განეიტრალება, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ეს ძლიერი კანცეროგენი იწვევს
ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას!!!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved