სასწრაფო დახმარების ექიმებსა და მძღოლებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 7 საეჭვო შემთხვევიდან ახალი კორონავირუსი არცერთ პირს არ დაუდასტურდა.
სასწრაფო დახმარების პერსონალის ტესტირება რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, ტესტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის 600-ზე მეტ თანამშრომელს აუღეს.
კომენტარები