ჟურნალისტი ვიკა ბუკია კალაძის სკანდალირ განცხადებას ეხმაურება, სადაც მერი ამბობს, რომ ,,5-6 ადამიანი დასაძინებელია”:
,,ადამიანი არაა ამის მთქმელი, არათუ რამე თანამდებობაზე უნდა იყოს, საერთოდ საშიშია საზოგადოებისთვის.
არც ქრისტიანი არაა ამის მთქმელი. არაფერი არ სწამს ამის მთქმელს, არც ღმერთის, არც ადამიანობის.
ამ ქალაქს ყავს უბედური მერი, რომელიც ადამიანების დაძინებით სიკვდილზე ოცნებობს. უბედურია ნამდვილად, სახეზეც ეტყობა, ქცევაზეც. თაროზე შემოდებული კორუფციული სქემებით და პირადი ცხოვრებით გამოჭერილი კაცი ვერ იქნება ბედნიერი, ვერ იქნება ნორმალური.
ადამიანის მოკვლის სურვილიც ვერ დამალა.“











კომენტარები