• რეკლამა
  • კონტაქტი
07:15, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ, რეალურია… თსუ–ს პროფესორი დიდ საფრთხეშია” – კახა ურადმყოფელი

ალია ავტორი - ალია
20:01 02-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,821

ხობის რაიონის სოფელ საჯიჯში, კაცი, რომელიც 17 წელი ციხეში იჯდა, ახლა სოფელს ატერორებს.

კახა ურადმყოფელი წერს, რომ დაზარალებულია თსუ-ს პროფესორი, თამარ ქარაია და მისი დედა:

რასაც ახლა წაიკითხავთ, საშინელებათა ფილმის სცენარი არ გეგონოთ!
ეს ყველაფერი რეალურია და ჩემი და ბევრი თქვენგანის მეგობარი, თსუ-ს პროფესორი თამარ ქარაია ძალიან დიდ განსაცდელში და საფრთხეშია.
თამარის მშობლიურ სოფელში (საჯიჯაო, ხობის რაიონი) ცხოვრობს კაცი, რომელიც 17 წელი იჯდა ციხეში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის, მათ შორის, არაერთგზის ყაჩაღობის ბრალდებით. ბოლოს სიმულიანტობით მოიპოვა ფსიქიკურად შეურაცხადის სტატუსი (90-იანი წლების შესაძლებლობებით) და ასე გამოაღწია ციხიდან.
ამ შეურაცხადის სტატუსით მოიპოვა ხელშეუხებლობა, წლებია აშინებს და ავიწროვებს სოფელს:
ყველას, რიგით მოქალაქეს, საჯარო მოხელეს თუ ორგანოს თანამშრომელს ემუქრება, აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას! (ამის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა)
შეავიწროვა მეზობლები, წაართვა მათი კუთვნილი მიწა, შემოღობა ტერიტორიები უკანონონდ!
ასევე, მეზობელ ნაკვეთებზე არ აძლევს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების საშუალებას, მისი პირუტყვი აჩანაგებს გაშენებულ ვენახს, თხილს თუ სიმინდს!
არ იხდის არანაირ გადასახადს და ვერავინ უბედავს ვერც მოთხოვნას და ვერც კომუნალურების ჩაჭრას!
აქვს სოციალური დახმარება!
ჰყავს მანქანა და ჩვეულებრივ გადაადგილდება!
მიუხედავად არაერთი ადამიანის შევწროებისა, წლების მანძლზე ვერავინ გაბედა მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, იმიტომ რომ ყველას აშინებს ციხიდან გამოსვლის შემდეგ შურისძიებით!
მისი სტანდარტული ტექსტია – “17 წელი ვიყავი ციხეში, ვერ შემაშინებთ, შეურაცხადი ვარ, დავბრუნდები და დიდიან პატარიანად გადაგწვავთ”, “შუბლს გაგიხვრეტთ”.
თამარის ასაკოვანი დედა, მისი უშუალოდ დარჩენილი ერთ-ერთი მეზობელია. მიუხედავად წლების მანძილზე უდიდესი ზეწოლისა, რაც მისი ნაკვეთების ღობის მორღვევასა და პირუტყვის საბალახოდ შეშვებაში გამოიხატებოდა, ბოლო 10 დღეში ყველაფერმა პიკს მიაღწია და ამ კაცმა პირდაპირ გადმოანგრია ღობე, შემორეკა საქონელი. ასევე, კატეგორიულად მოსთხოვა თამარს დაეთო მისი ეზოს ნაწილი საქონლის გადასარეკად, რეალურად კი მიზანი თამარის ასაკოვანი დედის შევიწროება და იძულებაა, რომ საბოლოოდ დათმოს სახლ-კარი.
მოვლენების პიკი 15 თებერვალი იყო, როდესაც პროვოკაციის მიზნით თამარის ჭიშკართან მიმოფანტა ნაგავი. თამარი შეეცადა შეწინააღმდეგებას, მაგრამ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა რომ შუბლს გაუხვრეტს მასაც და დედმისსაც, რომ არავისი ამქვეყნად არ ეშინია (არსებობს ამის ჩანაწერი, ადასტურებენ მოწმეები, რომლებიც ამ დაპირისპირებას შეესწრნენ და მოხვდნენ ამ ვიდეოჩანაწერში). ეს ყველაფერი ადგილზე მისულ პოლიციასთანაც გაიმეორა, პოლიციას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. შეეცადა გაქცევას. პოლიცია ამჯერად იძულებული გახდა დაეკავებინა.
მისი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა იარაღი, მათ შორის პისტოლეტი, ტყვია-წამალი, ხელყუმბარის და ავტომატის ნაწილები.
თამარის დედას ამ ყველაფრის ფონზე განუვითარდა ინფარქტი და ინსულტი და ახლა ზუგდიდის საავადმყოფოშია გადაყვანილი. წუხელ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. განუვითარდა პარალიზი და პარეზი.
თამარს მარტოს მოუწია გაეკეთებინა ის, რაც საზოგაოდებამ და სახელმწიფომ თავის დროზე არ გააკეთა და ამ უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე ტერორის ბუდის მოწყობას. ეს ტერორი ახლაც გრძელდება, ადგილობრივ მოსახლეობას სჯერა დამნაშავის დაბრუნების, დაპირებული შურისძიების და ამიტომ დუმილს ინარჩუნებს.
თამარი ახლა უნივერსიტეტში უნდა იყოს და არა საავადმყოფოში! !
ამ კაცი გარეთ ყოფნა არ შეიძლება!
თამარს არ უნდა ეშინოდეს ხვალინდელი დღის!
სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს!
გთხოვთ ვისაც რაიმე ზეგავლენა შეგიძლიათ ამ საქმეზე, იმოქმედეთ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved