• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საშინელებას დავატრიალებთ!”… – რა დააბარა ოჯახმა მირიან ნიკოლაძეს?

ალია ავტორი - ალია
00:43 08-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამის მოთხოვნას, რომ მას გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა შეხვედროდა, ასე პასუხობს:

„მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი შვილი ჰყავდათ წინ, სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ მოვიდა, ოჯახს არ უკადრია, მათი პირიდან არ გამოსულა ერთი სიტყვა, რომ ვიღაც არის მკვლელი და ვიღაც არის დამნაშავე. მაშინ რაღაც ნაწილი საზოგადოების ამაზე მლანძღავდა, როგორ არ ვიძახდი, რომ ვიღაც იყო მკვლელი. ახლა მოვიდა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მკვლელობა სახეზეა და იქ მონაწილე ბოლო პირები ესენი არიან, ახლა თურმე, რატომ ვიძახი ვიღაცაზე, რომ მათ მკვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩამოყალიბდნენ რა უნდა ვთქვათ, გვითხრან და მერე შეიძლება, დავიჯეროთ.

გიორგის დედაც და მამაც მესაუბრა, დამირეკეს, გააფრთხილე, სადმე არ გადაგვეყაროს, სადმე არ შეგვხვდეს შემთხვევით, თორემ რომელ შეხვედრაზეა ლაპარაკიო. უბრალოდ, რაღაცნაირად არ მოხდეს, რომ პროცესზე, ან სადმე გადავეკვეთოთ, თორემ საშინელებას დავატრიალებთო.

ამ კაცს ჰყავს ადვოკატი, რომელსაც მე ვიცნობ, ერთმანეთს პატივს ვცემთ მე და გიორგი გელხაური, ძალიან მარტივია, დამირეკოს გიორგიმ, შემხვდეს, ამიხსნას, იქნებ მეც უნდა დავიჯერო რაღაც. ეს რა ფორმაა, ელემენტარულად ეთიკა უნდა ჰქონდეს ადამიანს. რა უნდა მომიყვეს, რომ გიორგი გამოიქცა ჩხუბიდან და ამის გამო გაღიზიანებულმა ხალხმა გაუსწორა ანგარიში გიორგის, ეს უნდა მოყვეს?“

ცნობისთვის, არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ დღეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაცხადა, რომ გიორგი შაქარაშვილის დედასთან შეხვედრა სურდა.

როგორც ის ამბობს, ფეხბურთელის დედისთვის სათქმელი აქვს. ხომასურიძე აცხადებს, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიდის და ამ საქმის გაყალბებაში გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა, მირიან ნიკოლაძე მონაწილეობს.

თავის მხრივ, როგორც ვნახეთ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა, რომ თუ რამის თქმა უნდა ზ.ხ.-ს მამას, მას უთხრას ადვოკატის მეშვეობით.

თეგები: მირიან ნიკოლაძეშაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved