• რეკლამა
  • კონტაქტი
16:19, ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასამართლოში საბოლოო “ჩმორობის” გაფორმების პროცესია” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:55 10-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

დღეს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ვითომ პარტიების აკრძალვის, სინამდვილეში კი საქართველოს საბოლოო ჩმორობის გაფორმების პროცესს. ეს არის ყველაზე სამარცხვინო პროცესი, საქართველოს 2 ათას წლიან ისტორიაში.
ეს ე.წ. პროცესი ხდება აჭარის სეპარატისტი პრო-რუსი ფეოდალის ყოფილ რეზიდენციაში, რომელიც რეზიდენციიდან გავაძევეთ 2004 წლის 6 მაისს, აჭარის თავმოყვარე საზოგადოებამ და მე, რამაც საფუძველი დაუდო ბათუმის და აჭარის დაბრუნებას საქართველოს იურისდიქციაში. რასაც მოჰყვა არნახული განვითარება და აყვავება.
დღეს ამ ჩვენს მიერ აყვავებულ ბათუმში, ასამართლებენ ვარდების რევოლუციას, რომელმაც შეძლო აჭარის დაბრუნება საქართველოს საკონსტიტუციო სივრცეში და რომ არ ყოფილიყო ორი გიორგობა, 2003 წლის 23 ნოემბერი და 2004 წლის 6 მაისი, დანარჩენი საქართველოს და აჭარული რევოლუციები, დღეს აჭარა იქნებოდა იგივე მდგომარეობაში, როგორც აფხაზეთი და ცხინვალი, დანგრეული და რუსული ჩექმის ქვეშ. ხოდა რუსეთი ჭორვილელის პირით გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ დასჯილები იმისთვის, რომ ჩავშალეთ აჭარის რუსეთის მიერ მიტაცების მზაკვრული გეგმა.
რუსები გვასამართლებენ იმისთვის, რომ 2006 წელს არ გავტყდით, მიუხედავად რუსული სანქციებისა და საქართველო მთლიანად ეკონომიკურად დამოუკიდებელი გავხადეთ რუსეთისგან. მონაპოვარი, რომელიც ჭორვილელმა ორღობის დიქტატორმა უკვე მოსპო და ხელახლა შეგვიყვანა რუსეთზე დამღუპველ დამოკიდებულებაში.
მე შევასახლე ასლანის ყოფილ რეზიდენციაში საკონსტიტუციო სასამართლო, რითაც ხაზი გავუსვით აჭარის საკონსტიტუციო სივრცეში დაბრუნების სიმბოლიზმს. ხოდა იმის მაგივრად, რომ ეს სასამართლო საქართველოს გაძლიერების ინსტრუმენტი, მასში ჩასახლდა ასლან აბაშიძის სულისკვეთება და ახლა აპირებს საქართველოს ისტორიის და გენეტიკური კოდის „იურიდიულ“ გადაწერას.
ივანიშვილი მათი პირით გვეტყვის, რომ საქართველოს თავისუფლება და სწრაფი განვითარება მიუღებელია, რომ ევროპაში ინტეგრაცია (არადა საკონსტიტუციო, ბათუმის ევროპის მოედანზე დგას) სრულიად მიუღებელია. რომ ქართველების მიერ დამპყრობლებისთვის ხელის შებრუნება მიუღებელია, ვინაიდან ქართველები დაბადებულნი არიან ჩმორობისთვის.
ხოდა ამ ე.წ. პროცესს უნდა დავუპირისპიროთ სახალხო პროცესი. ჩვენ ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად უნდა ვთქვათ და ჩვენი მოქმედებებით დავამტკიცოთ, რომ ქართველები არ ვართ დაბადებული ჩმორობისთვის და მონობისთვის, რომ ჩვენ ვამაყობთ წარსული გმირობით და ბრძოლებით, არავის გადავაწერინებთ ჩვენს სახელოვან ისტორიას და ვერავინ აგვაღებინებს თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ხელს, ვერავინ დაგვაჩმორებს და დაგვიმონებს.
ჩვენ ვართ გამარჯვებისთვის დაბადებული ღირსეული და ამაყი ერი, რომელიც დაბადებულია თავისუფლებისთვის და წარმატებისთვის და არა ერთი ოჯახის და უცხო ქვეყნის კერძო საკუთრებად გადაქცევისთვის.
დიდება ჩვენს გმირებს!
დიდება ჩვენს ბრძოლას!
დიდება თავისუფალ და ვერ დამონებულ საქართველოს!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 10-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved