„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
„მე უდანაშაულო კაცი ვარ“, – თქვა გვარამიამ სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეზე სხვა ბრალდებულებს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო და მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა. კახაბერ დამენიას კი, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2-ის“ კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედებოდა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
კომენტარები