სასამართლომ ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. მისი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას ან 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურის მოთხოვნა კი პატიმრობა იყო.
ლუკა კურტანიძე ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაესხა თავს. “ოცნების” ყოფილ დეპუტატს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებასა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობაში ედება ბრალი
კომენტარები