• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, შაბათი, 27 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლომ ღარიბაშვილის საჯარო გამოსვლები მტკიცებულებად არ მიიღო – კეზერაშვილის პროცესი

ალია ავტორი - ალია
17:24 02-16-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,737

ფორმულას დამფუძნებლის დავით კეზერაშვილის საქმეზე შემდეგი სხდომა სააპელაციო სასამართლოში 27 თებერვალს, 11:00 საათზე გაიმართება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი პოზიციები წარუდგინეს.

პროცესზე მოსამართლეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ საჯარო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის საჯარო გამოსვლები მტკიცებულებად მიეღო.

კერძოდ, ადვოკატებმა ამ განცხადებების დართვა მოითხოვეს საქმეზე იმის მტკიცებულებად, რომ დავით კეზერაშვილის ირგვლივ განვითარებული პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია.

27 თებერვალს სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება, მათ შორის, დაცვის მხარე წარმოადგენს წვრთნების ამსახველ ვიდეო მასალებს.

ადვოკატებს პოზიტიური მოლოდინები არ აქვთ და ელიან, რომ სააპელაციო სასამართლო ძალაში დატოვებს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილს თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 მილიონ ევროს დააკისრებს.

მოვლენების მსგავსი განვითარებისა და იძულებითი აღსრულების შემთხვევაში, ფორმულას შესაძლოა, ყადაღა დაემუქროს. ტელეკომპანიის დამფუძნებლების, ადვოკატებისა და მედია ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანიც – ჩაახშოს დამოუკიდებელი მედიის ხმა.

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

 

თეგები: დავით კეზერაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025

ბიზნესი

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში
ახალი ამბები

რჩევები ინვესტორებისთვის: რატომ უნდა მიაქციოთ ყურადღება ბინებს რუსთავში

14:55 09-27-2025
ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“
ახალი ამბები

ლიბერთი ბიზნესისთვის – ახალი გზავნილით „გაზარდე საქმე, რომელიც გიყვარს“

14:36 09-26-2025
AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე
ახალი ამბები

AI ოლიმპიადა – თიბისელი მენტორების ამბავი თვითრწმენიდან გამარჯვებამდე

14:22 09-26-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები

14:04 09-26-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved