• რეკლამა
  • კონტაქტი
15:29, ოთხშაბათი, 2 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასამართლო პროცესები ნათია ჯანაშიას გეგმებს ბოლომდე ააშკარავებს

ალია ავტორი - ალია
14:18 09-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

სექტემბრის პირველივე დეკადიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლდება “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმე სასამართლო პროცესი. ამ ბიზნეს-დავის საზოგადოებრივ მონიტორინგს ახორცილებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” – აფბა. იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს დავასთან მიმართებით და რა ნიუანსები გაირკვა დღემდე გამართულ მოსმენებზე, აფბას ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე გვესაუბრება.

– გიორგი, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო მიმდინარე ბიზნეს-დავას ორი ასპექტი აქვს. ერთი – სისხლის სამართლის მიმართულება, რასაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს და რაც ნათია ჯანაშიას მენეჯმენტის პირობებში 4 მლნ აშშ დოლარის შესაძლო გაფლანგვა/მიტაცებას უკავშირდება და მეორე – სამოქალაქო დავები სასამართლოში. მხარეები ერთმანეთს ბევრ სხვადასხვა კონკრეტულ საკითხთან მიმართებით უჩივიან. თქვენი ორგანიზაცია, მონიტორინგის ფარგლებში, ბუნებრივია, სასამართლო პროცესებს ყურადღებით აკვირდება. რა საკითხები იხილება სასამართლო დარბაზებში და რა ეტაპზე ეს განხილვები?

– რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, “აკადემიის” ინვესტორსა და მინორიტარ აქციონერ, ყოფილ დირექტორ, ნათია ჯანაშიას შორის მიმდინარე სამოქალაქო დავები, ამ ეტაპზე, პირველი ინსტანციის ეგიდით იხილება. როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, ერთ-ერთი დავის საგანი არის პარტნიორობიდან გარიცხვის თემა. კერძოდ, 2024 წელს, მას შემდეგ რაც მენეჯმენტ კონტრაქტი ამოიწურა და მაჟორიტარმა აქციონერმა ნათია ჯანაშია “ბრიტანულ–ქართული აკადემიის”დირექტორად აღარ დატოვა, ჯანაშიამ სასამართლოს მიმართა და მემორანდუმიდან გასვლა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.

შემდგომში მან ასევე მოითხოვა “საქართველოს განათლების ჯგუფის“ გარიცხვა პარტნიორობიდან 10 მლნ აშშ დოლარის გადახდის პირობით.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ სარჩელებს” საქართველოს განათლების ჯგუფმა” შესაგებელი სარჩელებით უპასუხა და სწორედ ამ და კიდევ რამდენიმე ამბის, როგორც გაერთიანებული სარჩელის განსახილველად მიმდინარეობს მოსამზადებელი სასამართლო სხდომა, სადაც მხარეთა მიერ წარდგენილი, სარჩელზე თანდართული მტკიცებულებების მიღების პროცესია დაწყებული.

ამ ეტაპზე, რამდენადაც ცნობილია, როგორც კი სხდომა განახლდება, უნდა დაიკითხონ მხარეთა მიერ გამოძახებული მოწმეები.

– კიდევ რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლოში?

– მოსამზადებელი სხდომის ეტაპზეა ასევე საქმე, სადაც ნათია ჯანაშია “საქართველოს განათლების ჯგუფსა” და საჯარო რეესტრს უჩივის მასზედ, რომ ერთმა იგი უკანონოდ გაათავისუფლა დირექტორის პოზიციიდან, ხოლო მეორემ ეს გადაწყვეტილება უკანონოდ დაარეგისტრირა. ნათია ჯანაშია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” დირექტორის პოზიციაზე აღდგენას ითხოვს.

აქ სხდომა  მხარეთა მიერ წარდგენილი შუამდგომლობების ნაწილის განხილვის ეტაპზეა გადადებული და მისი განახლება რამდენიმე დღეში მოხდება.

კიდევ ერთი სასამართლო სხდომა  თანხების დაკისრებას ეხება. ეს საქმეც მოსამზადებელ ეტაპზეა. საქმის კონკრეტიკა ასეთია – “საქართველოს განათლების ჯგუფი” ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლისთვის, დავით ცეცხლაძისთვის იმ თანხების დაკისრებას ითხოვს, რომელსაც წლების განმავლობაში “ბრიტანულ-ქართული აკადემია” არ იღებდა მათი შვილების და ნათესაურად მათთან დაკავშირებული სხვა მოწაფეების სწავლის ქირისგან გათავისუფლების გამო. ასევე იმ თანხების დაკისრებასაც, რომელსაც “აკადემია” იხდიდა მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევასა და სხვა და სხვა მიზნით მოგზაურობებში.

რამდენადაც ცნობილია, სადავო თანხის ჯამური მოცულობა 2 მილიონ ლარამდეა.

ცნობილია, რომ  მოსამზადებელი სხდომის გაგრძელება 2026 წლის 22 სექტემბერსაა დაგეგმილი.

საქალაქო სასამართლოში, მხარეთა შორის, კიდევ ერთი საქმე იხილება.  საკითხი აქაც თანხის დაკისრებას ეხება, ოღონდ ამ შემთხვევაში, მხოლოდ დავით ცეცხლაძისადმი.

რაც შეეხება საკითხის კონკრეტულ არსს, „საქართველოს განათლების ჯგუფი“ დავით ცეცხლაძისგან ითხოვს ნათია ჯანაშიას, როგორც აკადემიის დირექტორის მიერ, მისთვის თვითნებურად ჩარიცხული ანაზღაურების უკან დაბრუნებას. საუბარია დავით ცეცხლაძის მიერ იმ 9 თვიან პერიოდში მიღებულ ანაზღაურებაზე, როცა ნათია ჯანაშია უკვე გაფრთხილებული იყო ინვესტორის მიერ, რომ მას აღარ უგრძელდებოდა მენეჯმენტ კონტრაქტი, ვიდრე  იურიდიულად მის განთავისუფლებამდე. საზოგადოებამ იცის, რომ ნათია ჯანაშიამ ყველა პროცესუალური საშუალება გამოიყენა, რომ დირექტორის პოსტზე ყოფნა ფორმალურად მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა და ამ პერიოდში როგორც საკუთარ თავს, ისე მეუღლეს ურიცხა რამდენიმე ასეული ათასის „სახელფასო ანაზღაურება“.

ამ საქმეზე მოსამართლემ უკვე მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და სხდომა უკვე არსებითიგანხილვით განახლდება. სხდომა 14 სექტემბერს, წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით გაგრძელდება.

ესაა ამ მომენტისთვის ის, რაც ჩემთვის ცნობილია “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” გარშემო არსებულ დავასთან მიმართებით მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით.

– გიორგი, რას გეუბნებათ ამ სასამართლო დავების შინაარსი. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება პროცესები?

– საკუთრივ ის, თუ როგორ განვითარდება სასამართლო პროცესები, რთული სათქმელია. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ “საქართველოს განათლების ჯგუფის” იურისტების მიერ მომზადებული პოზიციები უფრო საფუძვლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია.

გარდა სამართლებრივი საკითხებისა, სასამართლოს სხდომაზე გამოკვეთილი პოზიციებითა და სტრატეგიებით ნათლად გამოაშკარავდა ის გეგემები და ჩანაფიქრები, რომელიც ნათია ჯანაშიას იმთავითვე ჰქონდა, როცა ინვესტორთან დაპირისპირება გადაწყვიტა – რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიეღო მისგან, თუნდაც უკანონო და ცილსმწამებლური გზებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

13:03 09-02-2026
ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved