• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სასამართლო, გაითვალისწინეთ, სულელები არ ვართ… კობახიძე მოსდევს ფეხდაფეხ მზია ამაღლობელს” –

ალია ავტორი - ალია
16:21 08-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,701

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძის და შალვა პაპუაშვილის ციტატები წაიკითხა, მზია ამაღლობელის შესახებ, რომ თითქოს, ჟურნალისტი უცხოეთის დაკვეთით მოქმედებდა.

ამასთან, ადვოკატმა გაიხსენა მოწოდებები, რომ მზია ამაღლობელმა უნდა აღიაროს და მოინანიოს „დანაშაული“.

ამის შემდეგ კი მოსამართლე ნინო სახელაშვილს მიმართა:

მოსამართლე არ მეგულება, ნუ მიიღებთ ამას პიროვნულ შეფასებად, მაგრამ თუკი მოსამართლეს არ შეუძლია ეს თქვას, თუკი მოსამართლეს არ შეუძლია მიუთითოს ხელისუფლებას ამეებზე და როგორც იტყვიან დასვას თავის ადგილას, იმ საკითხებზე სადაც მას არაფერს ეკითხებიან, ჩვენ ასეთი სასამართლოს მიმართ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს. წარმოგიდგენიათ ჩემი როლი?

გუშინ არ მოვედი პროფესიაში, დღეს უნდა ვთქვა დასკვნითი სიტყვა და პრემიერი მოსდევს ფეხდაფეხ მზია ამაღლობელს, ანუ რას ვუპასუხო, პრემიერის კომენტარებს თუ მქონდეს რწმენა რომ ამ სასამართლოს შეუძლია გაუმკლავდეს ამ ტიპის ზეწოლას? თავისთავად ცხადია, მაპატიეთ, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ამ სასამართლოს ეს უნარები აქვს და არც ის მჯერა, რომ ამ ქვეყანაში რომელიმე მოსამართლეს ეს უნარები აქვს, სამწუხაროდ. მიუხედავად ამისა, იძულებული ვარ დავიწყო ჩემი დასკვნითი სიტყვა და სასამართლოს მინდა ვუთხრა, რომ გაითვალისწინოს, სულელები არ ვართ ჩვენ აქ არცერთი, მზიას ინტერესების დამცველები, მაგრამ იძულებულები ვართ ამ რეალობის გათვალისწინებით დავიწყოთ ჩვენი დასკვნითი სიტყვა ამ სასამართლოზე“,- განაცხადა მწარიაშვილმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი იმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

წყარო: პუბლიკა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved