• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საქნახშირში“ თანამშრომლების ვაქცინაცია მიმდინარეობს – “მეშახტის დღის“ საზეიმო ღონისძიება არ ჩატარდება

ალია ავტორი - ალია
12:54 08-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

29 აგვისტო მეშახტის დღეა! შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მასშტაბური საზეიმო ღონისძიება წელს ტყიბულში არ ჩატარდება.

„საქნახშირის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახლა დღის წესრიგში რეგულაციების დაცვა და ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა დგას. ძალები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე და ვირუსის გავრცელების პრევენციაზეა მიმართული.

მიხაილ სოცკი, დირექტორტა საბჭოს თავმჯდომარე:

„ჩვენ სერიოზულად ვემზადებოდით „მეშახტის დღის“ აღსანიშნად, თუმცა, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე, უარი ვთქვით „მეშახტის დღის“ ღონისძიების გამართვაზე. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიზეიმებთ – მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 29 აგვისტოს „მეშახტის დღე“ ანაზღაურებად უქმე დღედ გამოვაცხადოთ. ასევე მინდა ვთქვა, რომ მომავალს ოპტიმისტურად ვუყურებთ და იმედი გვაქვს, რომ პანდემიას დავამარცხებთ და მომდევნო წელს „მეშახტის დღეს“ კიდევ უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ.“

საწარმოს ადმინისტრაციის ინიციატივით, „საქნახშირში“ დასაქმებულებს და მათ ოჯახის წევრებს „ფაიზერის“ პირველი დოზით ვაქცინაცია ტყიბულის „ევექსის“ პოლიკლინიკაში ჩაუტარდათ.

ავთანდილ ბოჭორიშვილი, „საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე შრომის უსაფრთხოების დარგში: „ორშაბათს გამოვაცხადეთ, რომ “ფაიზერით” ვაქცინაციის მსურველებს ჩვენთვის მოემართათ. 94 თანამშრომელმა გამოთქვა სურვილი. მათ შორის არიან მათი ოჯახის წევრები. გავაკეთეთ გრაფიკი, დავიწყეთ აცრა, ყველაფერმა ნორმალურა ჩაიარა. ყველას ვურჩევ აიცრან. საქართველოს ყველა მოქალაქემ, განურჩევლად ერისა და სქესისა, უნდა გაიკეთოს ვაქცინა. გვინდა გავაგრძელოთ აცრა და ვისაც სურვილი ექნება, ოჯახის წევრებთან ერთად შეუძლიათ აცრის გაკეთება. მეორე აცრების ორგანიზებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთ“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved