• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქმის გარჩევა შსს–ს გენ.ინსპექციაში – როგორ ექცევა უწყება საკუთარ თანამშრომლებს? – გოგა რაზმაძის წერილი

ალია ავტორი - ალია
13:58 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,161

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელს. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარს ახსენებს, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.

გოგა რაზმაძე:

“მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გავიარე ყველა ეტაპი და არაერთი მცდელობის მიუხედავად, სამართალი ვერ ვიპოვე, გადავწყვიტე საჯაროდ ვისაუბრო სამინისტროში არსებულ პრობლემებსა და ჩემს მიმართ გამოვლენილ ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე. მიმაჩნია, რომ, მოცემულ სიტუაციაში, საჯაროობა არის თავის დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა და დეპარტამენტის გადარჩენის ერთადერთი შანსი.
მინდა მოგიყვეთ, თუ როგორი დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება ჩემს მიმართ იმ უწყებაში, სადაც 12 წელია ღირსეულად ვმუშაობ.
20 წლის ასაკში გავხდი პოლიციელი და ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვცდილობდი მემუშავა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით.
2018 წელს, მას შემდეგ, რაც შსს-ში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, კონკურსის წესით, ყველა ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ამავე დეპარტამენტში დავინიშნე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორად.
დეპარტამენტში თავი მოვიყარეთ ადამიანებმა, ვისაც გვქონდა რწმენა და სურვილი გვემუშავა ადამიანის უფლებების დასაცავად. სწორედ წარმატებული საქმიანობის გათვალისწინებით, ერთი წლის შემდეგ დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა. ჩემი საქმიანობის დადებითად შეფასების საფუძველზე, დავინიშნე ამავე დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსად.
ვმუშაობდი დეპარტამენტში, სადაც თანამშრომლებს სამსახურში მოსვლა გვიხაროდა, რადგან ვმუშაობდით რეალურად და დიდი სულისკვეთებით ადამიანების დასახმარებლად.
დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, შეიცვალა დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულება.
დეპარტამენტი აღარ მოიაზრებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულად. დეპარტამენტს აღარ ჰქონდა მონიტორინგის განხორციელების რეალური ბერკეტები. შესუსტდა კომუნიკაცია გარე აქტორებთანაც. ასევე, თანამშრომლები დავექვემდებარეთ ცენზურას. დაიწყო ჩვენი, მათ შორის, ჩემი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული პოსტების აღების მოთხოვნა, რომელიც სრულად ჯდებოდა საჯარო მოხელის ეტიკეტსა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. უფრო მეტიც, ამ დეპარტამენტის დანიშნულება სწორედ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების შემჩნევა და მათზე რეაგირება იყო.
მე მქონდა რეაქცია ამ უკუსვლებზე და ვაფიქსირებდი ჩემს მოსაზრებებს დეპარტამენტის მოდგილეებთან, უფროსთან, მინისტრის მოადგილესთანაც. ამის გამო, მე დავექვემდებარე დისკრიმინაციას ჩემს მიერ გამოხატული განსხვავებული მოსაზრებების გამო – აღარ მრთავდნენ დეპარტამენტის საქმიანობაში (შეხვედრებში, ტრენინგებში, თათბირებში და ა.შ.). ჩამომაშორეს ყველა პროცესს. მიუხედავად ამისა, ვცდილობდი მეკეთებინა ჩემი საქმე, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული ვითარება.
აღნიშნული მოვლენების ფონზე, დეპარტამენტში დაიწყო აუდიტის ჩატარება. აღნიშნული პროცესი დაიგეგმა სპონტანურად – 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. დეპარტამენტში არსებული ვითარების მხედველობაში მიღებით, ეჭვგარეშეა რომ აღნიშნული აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება და დეპარტამენტის ფუნქციების კიდევ უფრო შესუსტება.
დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებისა და დაგეგმილი აუდიტის შესახებ, არაერთხელ მქონდა მცდელობა ჩემთვის მოესმინა მინისტრის მოადგილეს, თუმცა ჩემთვის დრო ვერც ერთხელ გამონახა.
ამიტომ, ჩემი მოსაზრებები იმეილის მეშვეობით გავუგზავნე მინისტრის მოადგილესა და დეპარტამენტის მენეჯმენტს.
16 ივნისს იმეილით გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, რომელშიც მქონდა დაფიქსირებული ჩემი წუხილები დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენებეზე, 11 ივლისს დამიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში.
მზად ვიყავი ახსნა-განმარტების მისაცემად (იმ პირობით, რომ ოქმის ასლს გადმომცემდნენ), თუმცა მოულოდნელად ოთახში შემოვიდა შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით მინდიაშვილი. მან გააგრძელა ჩემთან გასაუბრება, რაც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. მან საქმე გამირჩია იმის გამო, რომ ხელმძღვანელებისთვის მიწერილ წერილში დავაფიქსირე ჩემი მოსაზრებები დეპარტამენტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მთელი გასაუბრების განმავლობაში, იგი მეპყრობოდა დამამცირებლად და შეურაცხყოფდა ჩემს ღირსებას. აგდებულად მოიხსენიებდა იმ დეპარტამენტს, სადაც ვმუშაობ. მეძახდა ამბიციურს. მეუბნებოდა, თუ რა მიკეთებია ცხოვრებაში. ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით მაიძულებდა ახსნა-განმარტების დაწერას. რამდენიმე თანამშრომელთან ერთად განიხილავდა ჩემს პირად Facebook პოსტებს და აკრიტიკებდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე სხვა დროისთვის გადაგვეტანა ახსნა-განმარტების მიცემა (რაც ნებაყოფლობითია), იგი არ მიშვებდა ოთახიდან და მეუბნებოდა, რომ თუ არ დავწერდი განმარტებას, „სამსახურიდან გამაგდებდა.“ ეს პროცესი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.
ეს ფორმატი არ მაძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო დეტალურად ვისაუბრო ჩემს მიმართ გამოვლენილ უსამართლო, დისკრიმინაციულ და ღირსების შემალახველ დამოკიდებულებაზე, რაც მხოლოდ იმიტომ ,,დავიმსახურე”, რომ დავინახე ხარვეზები ამ დეპარტამენტის საქმიანობაში, ვისაუბრე ამ ხარვეზებზე და მინდოდა ამ დეპარტამენტის განვითარება.
ყველაფრის მიუხედავად, ჩემი ნებით არ მივდივარ სამსახურიდან. ალბათ, ისედაც გამიშვებენ. ჩემი მენტალური ჯანმრთელობის ფასად კვლავ ვაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისა და ჩემი უფლებების დასაცავად.
საჯაროდ მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გამოძიების დაწყების მოთხოვნით. მზად ვარ, დეტალური ინფორმაცია მივაწოდო ჩემს მიმართ 11 ივლისს განხორციელებული დამამცირებელი მოპყრობის შესახებ.
ასევე, უკვე მივმართე სახალხო დამცველს, ჩემს მიმართ სამინისტროში დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით.
ასევე, მივმართავ ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციას, უცხო ქვეყნის ელჩებს, მედიას – დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და არ დაუშვან ჩემი და ჩემი ოჯახის
წევრების უსაფრთხოების ხელყოფა.”
თეგები: გოგა რაზმაძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved