• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქმე შეკერეს და გააყალბეს” – რა სკანდალური აუდიოფაილები მოაწოდეს “ალიას” გია “სოხუმსკის” შვილის საქმეზე?

ალია ავტორი - ალია
21:53 03-02-2022
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46,820

თამო კეშელავა, ალია

რამდენიმე თვის წინ, შსს-მ კიდევ ერთი ხმაურიანი და პომპეზური დაკავება განახორციელა. ე.წ. მასშტაბური სპეცოპერაცის დროს 4 ადამიანია დაკავებული და ყველას ქურდულ სამყაროსთან კავშირებს ედავებიან. დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდის გია სოხუმსკის შვილი, ირაკლი დანგაძე და ბიზნესმენისთვის თანხის გამოძალვას ედავებიან.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და  სამართალდამცველებს კი, დაკავების დროს ძალადობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ინსპექტორის სამსახურს მიმართა. მისი ადვოკატები ჯერ კიდევ 2021 წლის 25 დეკემბერს, ტელეკომპანია “რუსთავი2”-თან საუბარში ითხოვდნენ სამართლიან გამოძიებას და ამბობდნენ, რომ რეალურად ადგილი ჰქონდა ვალის დაბრუნების მოთხოვნას და არა გამოძალვას.

“ალიას” დაუკავშირდა წყარო და მოგვაწოდეს აუდიოფაილები, სადაც წყაროს მტკიცებით, საქმის ე.წ. ოქროს მოწმე ამბობს, რომ კონკრეტულად დანგაძის საქმეს “თბილისიდან მოყვებიან” და კითხვას, “ვინ აძალებდა” მას ჩვენების მიცემას, ასე პასუხობს “სამხარეოს უფროსი… ვინაა, პოლკოვნიკია… მაგას თბილისიდან მოყობიან… მოიცა, არ მეწერა მაგ დედამო@@ნულის სახელი, ახლა ამომიგდო, თენგიზა…”

როგორც “ალიამ” გაარკვია, ირაკლი დანგაძის საქმეში ფიგურირებს დ.ზ. დაზარალებულის სტატუსით. წყაროს მტკიცებით, ჩანაწერში სწორედ დ.ზ. საუბრობს, თუმცა, აქვე ვიტყვით, რომ ჩვენ, რასაკვირველია, ექსერტიზა არ ჩაგვიტარებია და სურვილის შემთხვევაში, ამის გაკეთება საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ.

“რეალურად, ირაკლი დანგაძემ ასესხა ფული ამ ადამიანს, ფულის სესხება მოხდა რუსეთის ფედერაციაში და შეთანხმდნენ რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ ფულის ნაწილს ფულად დაუბრუნებდა, ხოლო დარჩენილი ნაწილით კი, ირაკლისთვის მანქანა უნდა ეყიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ირაკლიმ ვალი მოსთხოვა, მაგრამ არა და არ დაუბრუნა. ამის შემდეგ, უცებ, ირაკლის სპეცოპერაციით იჭერენ, როგორც კრიმინალს, არადა, შეგიძლიათ ჰკითხოთ მის ადვოკატს, ირაკლიმ ამ ვალის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეუტანა ამ ე.წ. ბიზნესმენს დაკავებამდე და სამოქალაქო დავით, კანონიერი გზით ითხოვდა ამ თანხის დაბრუნებას. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ფულს სძალავდა და თან სასამართლოში სარჩელი შეიტანა? ეს აუდიოჩანაწერი, არის იმის მტკიცებულება, როგორ იკერება საქმეები საქართველოში. ე.წ. დაზარალებული ჰყვება, რომ მას პოლიციელებმა შესთავაზეს, აიძულეს ირაკლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. “დაგითრიაო და დაგიწყო ითანამშრომლეო?” – ეკითხებიან ჩანაწერში და პასუხობ, კი, დამიბარაო… ეს კაცი, ე.წ. დაზარალებული, არაერთხელ ჰყავდათ დაკავებული, თუ დააჭერინებდა ირაკლის – გაუშვებდნენ, როგორც ჩანს და ასეც მოხდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადამიანებს საქმეებს უკერავენ, სხვადასხვა მოტივით. ფული ვეღარ გაგვისესხებია შიშით და მერე ვალის დაბრუნება თუ მოითხოვე, არიქა, კრიმინალური ავტორიტეტი ხარო, გეტყვიან.”- გვიყვება წყარო.

“ალია” დაუკავშირდა ირაკლი დანგაძის ავდოკატს, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ საქმის დაზარალებული რამდენიმეჯერ არის ნასამართლევი, რომ საქმეში ნამდვილად დევს სარჩელის ასლი, რომლის მიხედვითაც, ირაკლი დანგაძე, კანონიერი გზით ცდილობდა ვალის დაბრუნებას დაკავებამდე. 

ადვოკატი, ნინო შავგულიძე:

“გაუგონარი ამბავია, ხელში მაქვს არაერთი მტკიცებულება იმისა, რომ ნამდვილად ეს იყო ვალი, არაერთი მოწმე ადასტურებს ამას, მიუხედავად ამისა, სამართალს ვერ ვპოულობ, თუმცა, ნამდვილად ვერ და არ გავჩერდები, უდანაშაულო ადამიანს ციხეში არ დავტოვებ და ამ ქვეყანაში თუ ვერ მივაღწევ სამართლიან გადაწყვეტილებას, სტრასბურგში გავაგრძელებ ბრძოლას.”

გამომდინარე იქედან, რომ ჩანაწერში, საუბარია პოლიციის მხრიდან მოწმის, დაზარალებულის, თუ უბრალოდ, მოქალაქის მიმართ პოლიციის მხრიდან იძულების წესზე და იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერი ავთენტურია, შეიცავს დანაშაულის აღწერას, ვაქვეყნებთ წყაროს მოწოდებულ ორ აუდიოფაილს, რომელიც მოგვაწოდეს. სურვილის შემთხვევაში, შსს-ს, გენ.ინსპექციას, პროკურატურას და სასამართლოს, აუდიოფაილთა ექსპერტიზა არ გაუჭირდება. აი, რა მოხდება შემდეგ, თუ ფაილი ავთენტური გამოდგა? რას ნიშნავს აუდიოფაილში გაჟღერებული ფრაზა – “თბილისიდან მოყვებიან”? და გაგრძელდება თუ არა საქმის გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალადობის, ან საქმის გაყალბების მუხლით? იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ჩანაწერი ავთენტურია, აუცილებლად უნდა დადგინდეს რა სახის ძალადობა იქნა გამოყენებული პოლიციის მიერ და უნდა იქნეს გადახედილი ყველა ის საქმე, რომელზედაც საქმის ფიგურანტი გამომძიებლები მუშაობდნენ.

თუ მეორე მხარეს, რომლის ვინაობას “ალია” შეგნებულად არ ვასახელებთ, კომენტარის გაკეთება მოუნდება, დაგვიკავშირდეს ნომერზე – 555 46 08 04

ვიდეო დამკვრელი
https://www.alia.ge/wp-content/uploads/2022/03/dangadze1-2.mp4

Media error: Format(s) not supported or source(s) not found

გადმოწერეთ ფაილი: https://www.alia.ge/wp-content/uploads/2022/03/dangadze1-2.mp4?_=1
00:00
00:00
00:00
გამოიყენეთ კლავჲშები ზემოთ/ქვემოთ, ხმის დონის მოსამატებლად, ან მოსაკლებად.

 

აუდიო დამკვრელი
https://www.alia.ge/wp-content/uploads/2022/03/2d.mp3
00:00
00:00
00:00
გამოიყენეთ კლავჲშები ზემოთ/ქვემოთ, ხმის დონის მოსამატებლად, ან მოსაკლებად.
თეგები: გომელაურივახტანგ გომელაურიირაკლი დანგაძენინო შავგულიძეშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved