• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, კვირა, 21 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქმე ეხება ჩვენ შვილებს, ათასობით ბავშვს და ამ იდიოტობას ვერ გაგიტარებთ”

ალია ავტორი - ალია
18:37 06-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“კარგი, ამ ჩვენი კორონა წმინდანების კუდრაჭობები და ბოდვები გავატარეთ ამდენი თვე. არასოდეს რომ არ აგვიხსნეს ცოლ–ქმრის ერთად ჯდომა მანქანაში რას აშავებდა, რატომ აგვიკრძალეს ორი კვირა მანქანით გადაადგილება და რატომ ატარეს ადამიანები კილომეტრები ფეხით გადაუდებელ საქმეებზე, რატომ გავაუქმეთ ფაქტიურად ქვეყანა ორი თვის განმავლობაში, როცა შეიძლებოდა გონივრული რეგულაციები შემოგვეღო და ეკონომიკა არ მოგვეკლა, რატომ არ შეიძლებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება ჩვენთან, როცა მთელ მსოფლიოში მუშაობდა და ა.შ.

ახლა საქმე ეხება ჩვენს შვილებს, ათასობით ბავშვს, რომლებიც ამათი არაკვალიფიციური, დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო ბოდვების გამო უნდა მოხარშონ გამოცდებზე. ან დაასაბუთეთ რატომ არ შეიძლება მაგალითად დისტანციის გაზრდა აბიტურიენტებს შორის, რაც ვირუსის გადადების რისკის ფაქტიურად ანულებს და ნიღაბი აღარ არის აუცილებელი (ყოველ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო ასე თვლის), ან რატომ არ შეიძლება კონდიციონერის ჩართვა, როცა მთელ მსოფლიოში ჩართულია, ან აიღეთ ბოლომდე პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდება. უპასუხეთ საზოგადოებას, მაგალითად, ოფლში გალუმპული ნიღაბი არის თუ არა საშიში ბავშვისთვის, და როგორ უნდა ჩააბაროს გამოცდა ასეთ მდგომარეობაში. რატომ არ შეიძლება მოიფიქროთ ისეთი გამოსავალი, რომ წამებასთან გათანაბრებულ ვითარებაში არ ჩააბარონ ბავშვებმა გამოცდა? მოკლედ, მოიფიქრეთ რამე თორემ იდიოტობას ასე მარტივად ვერ გაგიტარებთ ამჯერად.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved