• რეკლამა
  • კონტაქტი
12:34, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საყვირალი ისაა, რომ “ბნელი სისტემა ვერ ცრის”… ამ წამს ქალბატონი შემეხმიანა… შვილს გეფიცებით, არასოდეს მიწყევლია საკუთარი დაბადების დღე…” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:41 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

“უდიდესი მადლობა ყველას

დაბადების დღის მოლოცვისთვის.

ვერ გწერთ პირადში და ბოდიში.

ვერ გწერთ იმიტომ რომ ბევრი მეხმიანება.

ამ წამს თბილისელი ქალბატონი შემეხმიანა, დედა რაიონშია, მარტოა, აცრა უნდა და აცრის ცენტრში ვერ მიდის. შვილს კი თბილისიდან სოფელში ჩასვლა ეშინია, ვაითუ გადავდოო. ხუთშაბათს მიწევსო აცრა და ეგრევე წავალო.

ხოარ ვაგვიანებო…

ახლა ვეკითხები იმ ექიმებს, რომლებიც ,,მკვლელებს,, უწოდებენ არაცრილებს.

რას ურჩევთ 50წლამდე ასაკის ქალბატონს – აიცრას ხუთშაბათს, ჩაჯდეს მანქანაში, სამი თუ ოთხი საათი იჯდეს მანქანაში და საკუთარი მოხუცი დედა აცრაზე მიიყვანოს, აცრის დანიშნული დროის გარეშე პარასკევს, იქ კიდევ იცადნონ ალბათ რამდენიმე საათი და იქნება და აუცრან?

აი ეს იყო ამ ქალბატონის იდეა, რომელიც მე, ავიღე პასუხისმგებლობა და გადავაფიქრებინე.

აცრა და რამდენიმე დღე მოცდა ვურჩიე.

მიზეზის ახსნას, თუ რატომ გადავაფიქრებინე, უბრალოდ არ გაკადრებთ.

ვთხოვე რომ რაიონის ჯანდაცვის ბიუროს და კოვიდის ლოკალურ სააგენტოს დაკავშირებოდა.

ვერ იპოვა ასეთი.

იპოვა რაინის პოლიკლინიკა, რომელსაც ვერ უკავშირდება.

ვთხოვე დაკავშირებოდა ტელევიზიებს – და არ სურს.

მესმის ყველაფერი, ისიც კარგად გავიგე როცა მითხრა ,,პოლიტიკოსი არ ვარო,,

რა ვქნათ?

ვიყვიროთ რომ ,,ბნელებო არ იცრიან,,

თუ საყვირალი ისაა, რომ ,,ბნელი სისტემა ვერ ცრის,,

ერთადერთ შვილს გეფიცებით, არასოდეს მიწყევლია საკუთარი დაბადების დღე რაიმე სამედიცინო და თუნდაც მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას.

ან აზრის გამოთქმისას.

ვინ გინდა როგორ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ პაციენტზე თვეში 7 ცენტად და ესაა ამბულატორიის ექიმის ანაზღაურება, დაამარცხებ კიარა, გადაგივლის ყველაფერი.

ან ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ დიდმა გერმანიამაც ორკაციანი მინიჯგუფებით და ინდივიდუალურად მართა პანდემია ისეთ დროს, რა დროც საქართველოში ახლაა – მასობრივი ინფიცირების საფრთხის პერიოდში.

მაშინ ტკბილი სიტყვით დავდიოდით სოფელ-სოფელ და ახლა ჩააგდე თერმოყუთში ფაიზერი.

ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, რომ ჯანდაცვის არსებული სისტემაც უვარგისია, მაგრამ, საკმაოდ ბევრია, რაც მყისიერად შესაცვლელია და რისი შეცვლაც შეიძლება.

ოღონდაც

ეს შეცვლა უნდა დაიწყოს თავებში.

ეს შეცვლა უნდა დაიწყოს იქ, რომ კოვიდის მძიმე გართულებათა 80% შენ, ექიმი უკვე იცნობ უკვე კოვიდამდე გაცილებით ადრე, უკვე წლებია იცნობ და დიდი წარმატებითაც გიმკურნალია.

ვინ გინდა დაარწმუნო იმაში, თუ ვინა არიან უმთავრესი ადრესატები ამ საშინელებებზე პასუხისმგებლობისა.

ადამიანობას და ადამიანებად დარჩენას გისურვებთ ყველას.

მესმის, რომ ესეც შეძლებისდაგვარადაა შესაძლებელი.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved