• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა – The Economist

ალია ავტორი - ალია
10:45 07-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

ბრიტანული გამოცემა The Economist ვრცელ სტატიას აქვეყნებს სათაურით – “რატომ ჩამორჩება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას?” (Why is Georgia struggling to join the EU?) და იმ პრობლემებზე წერს, რის გამოც ქვეყანას, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.

ავტორის აზრით მთავარი პრობლემა ქვეყნის შიდა პოლიტიკაა.

“ბოლო წლებში დემოკრატიის უკუსვლა ბლოკის ლიდერებში შეშფოთებას იწვევს”, – ნათქვამია სტატიაში.

The Economist-ი წერს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა დეოლიგარქიზაციაა:

“ეს შესაძლოა, ეხებოდეს ბიძინა ივანიშვილის, მილიარდერს და საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში მოიპოვა. ის ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან წავიდა, 2021 წელს თქვა, რომ აღარ არის მმართველი პარტიის, ქართული ოცნების თავმჯდომარე. თუმცა მასთან კავშირში მყოფი პირები კვლავ ძალაუფლებაში არიან: შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოდესღაც მისი დაცვის უფროსი იყო”, – წერია სტატიაში.

სტატიაში ასევე წერია, რომ საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც საქართველოს სტატუსი არ მიანიჭეს. ავტორი წერს, რომ “ქართული ოცნება” ერთდროულად ცდილობდა დაემტკიცებინა საქართველოს ევროპული ამბიციები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება:

“2013 წელს პროდასავლური პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შემდეგ, ბატონი ივანიშვილი და ქართული ოცნება ცდილობდა ერთდროულად დაემტკიცებინა საქართველოს ევროპული ამბიციები და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. მთავრობა უარყოფს კრემლის ყოველგვარ გავლენას, მაგრამ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უფრო გაურკვეველია, ვიდრე უკრაინის ან მოლდოვის. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმეტესობა მკაცრად გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში, მთავრობამ უარი თქვა დაეწესებინა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოსთვის მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორისთვის, ამტკიცებენ, რომ ეს გამოიწვევს დიდ ზიანს ეკონომიკისთვის”, – ვკითხულობთ სტატიაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved