• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში ჟურნალისტებს კლავენ!” – აქცია ბელგიაში

ალია ავტორი - ალია
15:37 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

არა ძალადობას, მედიაზე ძალადობა მიუღებელია, საქართველო საფრთხის წინაშეა – ამ ლოზუნგით ბელგიაში მცხოვრებმა ემიგრანტებმა საქართველოს თავისუფალი მედიის მხარდამჭერი აქცია გამართეს. ისინი საქართველოს საელჩოს წინ შეიკრიბნენ და 5 ივლისს ქართველ ჟურნალისტებზე მომხდარი ძალადობა გააპროტესტეს. 

სამეფოში მცხოვრებმა აქტივისტებმა საკონსულოს ცენტრალურ შესასვლელთან დატოვეს ბანერები, ასევე, წარწერები: “მედიაზე ძალადობა მიუღებელია”, “საქართველოში ჟურნალისტებს სცემენ და კლავენ”, “საქართველო საფრთხეშია”, “ადამიანის უფლებები ირღვევა” და ა.შ.

“სახლში ვერ გავჩერდით, რეალურად, რუსთაველზე უნდა ვმდგარიყავით, მაგრამ საქართველოში არ ვართ და ვერ ვახერხებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ბრიუსელში, საქართველოს საელჩოსთან გაგვეკეთებინა ეს ყველაფერი”, — ამბობს მონიკა თიგიშვილი.

“აქცია სპონტანურად დაიგეგმა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ტრაგიკული ცნობა იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია პირველის ოპერატორი გარდაიცვალა. გულზეხელდაკრეფილები ვერ ვიჯდებოდით, ის ადამიანები, რომელბიც წლების განმავლობაში ვაპროტესტებდით სხვადასხვა უმცირესობების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. ვფიქრობთ, ევროპამ სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოში ღიად მოქმედ, პრორუსულ ძალებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის და მთლიანად ცივილური სამყაროს წინააღმდეგ მოქმედებენ – გვითხრა აქტივისტმა და ჟურნალისტმა ემზო კვარაცხელიამ.

აქტივისტების ცნობით, თვის ბოლომდე, დაგეგმილია უფრო მასშტაბური აქცია ევროპარლამენტთან, სადაც, ბელგიაში მცხოვრები ქართველები, დახმარებისთვის ევროპარლამენტარებს მიმართავენ.

თეგები: 5 ივლისის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved