• რეკლამა
  • კონტაქტი
22:30, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
10:45 12-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინის „ბუსტერ“ დოზის გაკეთების ვადა შესაძლოა, 6-დან 3 თვემდე შემცირდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე იმუნიზაციის საბჭოზე იმსჯელებენ.

“ჩვენთვის ცნობილია ბრიტანეთის მარეგულირებლის გადაწყვეტილება „ბუსტერის“ ვადის 3 თვემდე შემცირებაზე. ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მსჯელობა. აღნიშნულ საკითხზე უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები. განსაკუთრებით ეს ახალ შტამს „ომიკრონს“ უკავშირდება, რომელიც სამხრეთ აფრიკის გარდა ევროპაშიც ცირკულირებს. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შტამი ყველგან დაფიქსირდეს.

ამ საკითხზე ვფიქრობთ. ალბათ, იმუნიზაციის საბჭოზე „ბუსტერის“ პერიოდის შემცირებაზე იქნება მსჯელობა. აღნიშნულზე იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ადმინისტრირებულ ყველა ვაქცინაზე „ბუსტერი“ მეორე აცრიდან 6 თვის შემდეგ კეთდება. თუმცა, არის გამონაკლისიც, კერძოდ, „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილი 50 წელს ზემოთ მოსახლეობისთვის „ბუსტერ“ დოზების გაკეთება მეორე აცრიდან 3 თვის შემდეგ არის შესაძლებელი.

საქართველოში სპეციალური ჯგუფების “ბუსტერი” დოზებით აცრა 11 ოქტომბრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ე.წ. ბუსტერით 14 039 მოქალაქეა აცრილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved