• რეკლამა
  • კონტაქტი
09:24, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში უფრო მეტად არის ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
16:09 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
278

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამის BA.5, BA.1-ის გავრცელების შესახებ საუბრობს :

 

” ბოლო 2 კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაშიც ძალიან გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ესტონეთსა და ესპანეთში დაახლოებით 60%-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა.

ახალი ტიპის შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და სამწუხაროდ გააჩნია უნარი გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, შესაბამისად ეს ტალღა მოდის მთელ ევროპაში და შეუძლებელია შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს, მათ შორის საქართველოში.

ეპიდვითარება ყველგან გაუარესდა და შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, აქ ერთი მომენტია, ქვეყნებში სადაც შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ჯერჯერობით მაინც არ ფიქსირდება ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა, სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები ძალიან დაბალია.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან, რაც იწვევს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. ასევე არის მეორე მომენტი, შემთხვევების რაოდენობის ზრდა იწვევს, ასევე, იმ ადამიანების რაოდენობის გაზრდას, რომელსაც ხანგრძლივი კოვიდი აქვს და ეს სიტუაციას ართულებს“, – აცხადებს ზაზა წერეთელი.

რაც შეეხება საქართველოს, ამას კიდევ ერთი მომენტი ემატება, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპულ ქვეყნებში ორი დოზა აქვს გაკეთებული 90%-ზე მეტს და ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული დაახლოებით 70%-ზე მეტს. შესაბამისად, მათი იმუნური სისტემა კიდევ უფრო გაძლიერებულია, რაც საქართველოსთან მიმართებით არ გვაქვს, იმიტომ რომ ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვა გვაქვს, რაც შეიძლება იმის ფაქტორი იყოს, რომ სწრაფად გავრცელდეს ომიკრონის შტამი საქართველოში“,

ძალიან ეშინიათ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება გამოჩნდეს ახალი შტამი და არავინ იცის როგორი თვისებები ექნება. შესაბამისად, ყველას უნდა, რომ ზამთრის პერიოდისათვის მომზადებული იყოს და როგორც ჩანს ბუსტერ დოზის მეოთხე დოზა არის აუცილებელი. „ფაიზერი“ და „მოდერნაც“ მუშაობენ ახალი ტიპის ვაქცინაზე, რომელიც შეიცავს ომიკრონის B1 ქვეშტამის ნაწილებსაც, შესაბამისად ეს გაუმჯობესებული ვაქცინა, რომლის გამოყენება ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს, კიდევ უფრო გააძლიერებს იმუნიტეტს და როგორც ვარაუდობენ, ხელს შეუწყობს დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ომიკრონის მრავალი ქვეშტამისგან“

თეგები: ზაზა წერეთელიომიკრონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved