• რეკლამა
  • კონტაქტი
02:03, სამშაბათი, 26 სექტემბერი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში წამოსვლამდე მითხრა, გული მაქვს დამძიმებული, ხომ არ დავრჩეო… წინათგრძნობა ჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა მის გარეშე” – რას ჰყვება ზაზა მესხის და?

ალია ავტორი - ალია
14:59 09-09-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
479

თვე­ზე მეტი გა­ვი­და შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ი­დან, რო­მელ­საც სამ ათე­ულ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ორ მო­ზარდს, 10 და 12 წლის ბი­ჭებს ჯერ კი­დევ ეძე­ბენ, 12 წლის მო­ზარ­დი სტი­ქი­ას შე­წი­რუ­ლი ზაზა მეს­ხის შვი­ლია, 10 წლის კი – გერი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხი უწე­რა­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მე­უღ­ლეს­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. 3 აგ­ვის­ტოს ისი­ნი შო­ვის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­ვიდ­ნენ, რის შემ­დე­გაც მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია ვე­ღარ მო­ხერ­ხდა.

ზაზა ოჯახ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი თვით ჩა­მო­ვი­და. აქ 88 წლის დედა და და ელოდ­ნენ.

ზაზა მეს­ხის და, მაია მეს­ხი:

“სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ნამ წა­მო­ვი­დო­და, 17 თუ 18 ივ­ლისს, “სკა­ი­პით“ ვე­ლა­პა­რა­კე და მა­შინ მი­თხრა, რა­ღაც გული მაქვს დამ­ძი­მე­ბუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლის დროს ასე არას­დროს მქო­ნია და ხან­და­ხან იმა­საც ვფიქ­რობ, ხომ არ დავ­რჩე და არ წა­მო­ვი­დეო. ვუ­თხა­რი, შარ­შან და შარ­შან­წი­ნაც ვერ ჩა­მოხ­ვე­დი კო­ვიდ­პან­დე­მი­ის გამო და დედა ისე გე­ლო­დე­ბა-მეთ­ქი. ჰო, დედა ჩემი სა­დარ­დე­ბე­ლია, რო­გორ მო­ხუც­დაო… წი­ნათ­გრძნო­ბა ჰქონ­და. მი­თხრა, მერე დედა ნე­ტავ რო­გორ იქ­ნე­ბაო და ახლა რომ ვფიქ­რობ, მგო­ნი, გრძნობ­და, რა­ღაც ელო­და და იმა­ზე ფიქ­რობ­და, დედა რო­გორ იქ­ნე­ბო­და უმი­სოდ.

რა­ღა­ცით შეძ­რუ­ლი აშ­კა­რად. ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლის­თვის უთ­ქვამს, თვითმფრი­ნავ­ში რომ შე­ვე­დი, ცივ­მა ოფ­ლმა და­მას­ხა და კან­კა­ლი ამი­ვარ­დაო. ჩვენს ბი­ძაშ­ვილს უკი­თხავს, კი მაგ­რამ, რა და­გე­მარ­თა, პირ­ვე­ლად ხომ არ ჯდე­ბო­დი თვითმფრი­ნავ­შიო…

მომ­ხდა­რის და­ჯე­რე­ბა ჯერ კი­დევ მი­ჭირს, ჩემი ძმის­შვი­ლის ფო­ტო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, სა­უ­კე­თე­სო ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ბო­ლოს ზაზა და მისი ცოლ-შვი­ლი ჭი­ო­რა­ში უნა­ხავთ, შავი ფე­რის “ბე­ემ­ვე­თი” იყ­ვნენ. ჩემ­მა მე­უღ­ლემ მი­თხრა, რომ 3 აგ­ვის­ტოს “მე­სენ­ჯე­რით” და­უ­კავ­შირ­და და რა­ღაც უკი­თხავს. დე­და­ჩემს სცოდ­ნია, რომ სა­დღაც ყო­ფი­ლან წა­სუ­ლი სა­სე­ირ­ნოდ, რომ გა­უ­გია შოვ­ში რაც მოხ­და, რეკ­ვა და­უ­წყია, მაგ­რამ..

ზა­ზას­თან ერ­თად ბავ­შვის ცხე­და­რიც იპო­ვეს, ვფიქ­რობ­დი ჩვე­ნი რო­მე­ლი­მე ბავ­შვი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ. დნმ-ის ანა­ლი­ზი გა­უ­კე­თეს და რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­და პა­სუ­ხის მი­ღე­ბას, სხვა ბავ­შვი აღ­მოჩ­ნდა”.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზაზა მეს­ხის ოჯახს დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ვიდრე ნატო-ში მიგვიღებენ, ეს აუცილებლად მოხდება – რა გეგმები აქვს ამერიკას საქართველოსთან მიმართებაში?
ახალი ამბები

,,ეს ყველაფერი არის შეთქმულება… ,,ნაცმოძრაობამ” ეს, თავის დროზე, ჩემს წინააღმდეგაც გამოიყენა” – რას გვიყვება ვალერი გელბახიანი

12:33 09-25-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

23:09 09-22-2023
“ღარიბაშვილმა სტურუას ნახევარი მილიონის ღირებულების სახელმწიფო ქონება 1 ლარად გადასცა, რომელიც სტურუამ 221 250 დოლარად გაყიდა” – ვიდეო
ახალი ამბები

კითხვები, რომლებიც მინისტრის პასუხებმა გააჩინა – რას ამბობს და რას არ ამბობს გომელაური?

17:04 09-22-2023
„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს
ახალი ამბები

„არც გინებაზე უნდა დავიხიოთ უკან და საჭიროების შემთხვევაში, ვცემოთ კიდეც… ხალხმა ჩვენი ძალა უნდა დაინახოს“ – რა მითითებები აქვთ „ოცნების“ დეპუტატებს

19:43 09-19-2023

ბიზნესი

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში
ახალი ამბები

ყველაზე სანდო კრიპტო სავაჭრო პლატფორმები საქართველოში

17:30 09-25-2023
ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

15:08 09-25-2023
25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა
ახალი ამბები

25 სექტემბერს ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა

10:00 09-25-2023
თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა
ახალი ამბები

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

12:01 09-22-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2023 Alia.ge - All rights reserved