• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა არ შემოუშვეს – “70 წლამდე ქალბატონია, 7 თვეა შვილი არ უნახავს”

ალია ავტორი - ალია
14:47 07-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
267

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა ჩანიშნული. თბილისის აეროპორტში ჩამოსულ ქალს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მას საზღვრის კვეთის უფლებას არ მისცემდნენ რადგან, აქციაზე დგომის გამო დაჯარიმებულია. საქმე, სავარაუდოდ, 3 მარტს დედების აქციას ეხება.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ქალმა მაშინვე მოითხოვა ჯარიმის ჩაბარება და არც მისი გადახდა გამორიცხა, თუმცა მას უთხრეს, რომ გადახდის შემთხვევაშიც კი საქართველოში ვერ შემოუშვებდნენ.

“ანასტასიამ დიდი ხნის წინ დაწერა განცხადება და როგორც იქნა, მივაღწიეთ იმას, რომ დაენიშნა პაემანი საკუთარ დედასთან და დღეს, როდესაც ქალბატონო ჩამოფრინდა რუსეთის ფედერაციიდან, იგი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს აეროპორტიდან. მესაზღვრეებთან კომუნიკაციის შედეგად, რასაც დასჭირდა საკმაოდ დიდი დრო, გაირკვა, რომ ისინი მას არ შემოუშვებდნენ საქართველოში და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ თითქოსდა იგი არის მოთავსებული გარკვეულ საჯარიმო ბაზაში. ჩვენთვის უცნობია, რისთვის არის დასაჯარიმებული. არც ჯარიმა ჩაბარებია. დღესვე მოითხოვა მან, რომ ჩამაბარეთ ჯარიმა და შეიძლება, გადავიხადო კიდეც, თუმცა მას არც ჯარიმა ჩააბარეს და რაც მთავარია, უთხრეს, რომ ჯარიმის გადახდის შემთხვევაშიც კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეგიშვებთ და სავარაუდოდ, აბრუნებენ უკან. 6-7 თვის უნახავ, პატიმრობაში მყოფი შვილის უნახავ დედას, ისინი არ უშვებენ საქართველოს ტერიტორიაზე და მე მინდა, გითხრათ, რომ ეს არის 70 წლამდე ქალბატონი, რომელიც, აბუსრდულია, რომ თითქოს შეიძლება, რამე საფრთხეს წაროადგენდეს. ეს მხოლოდ არი კიდევ ერთ მორიგი მაგალითი იმისა, რომ არავითარ დანდობას, არავითარ ადამიანურ მოპყრობას და არავითარ მორალური ღირებულებების დაცვას ამ რეჟიმისგან ჩვენ არ უნდა ველოდოთ, – ამბობს შოთა თუთბერიძე. 

რუსეთის მოქალაქეები ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული 2023 წლის 17 დეკემბერს თბილისში დააკავეს. პროკურატურა მათ 16 გრამი ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავება, რასაც ბრალდებულები უარყოფენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს. მათი თქმით, დაკავება აქციაში მონაწილეობის გამო მოხდა – ზინოვკინა აცხადებს, რომ პოლიციელებმა მას სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ და სექსუალურად შეავიწროვეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივეს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved