საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, პრემიერის გაეროში გამოსვლას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო წამყვან ხუთ ეკონომიკაში შვეიცარიასთან ერთად შედის.
“ეკონომიკის ზრდის შესახებ შენ ვერავის ვერ მოატყუებ, ვერც საკუთარ მოსახლეობას და ვერც საერთაშორისო პარტნიორებს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აისახება ციფრებში და იცით, რომ მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება, სტატისტიკაც, შესაბამისად სტატისტიკური მაჩვენებლებით ჩვენი ეკონომიკა იზრდება. დღეს გვაქვს ის რეალობა, როდესაც არის სიღარიბე სამწუხაროდ, თუმცა თუ მომავალი 6-7 წელი ასეთივე ზრდა გვექნება მაშინ მე შემიძლია გითხრათ, რომ 7-8 წლის თავზე საქართველოში სიღარიბე აღარ იქნება” – თქვა სამხარაძემ.
კომენტარები