• რეკლამა
  • კონტაქტი
05:06, ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში შეზღუდვები კვლავ დაწესდება? – რას შეეხება რეგულაცია და როდის მიაღწევს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება პიკურ მაჩვენებელს

ალია ავტორი - ალია
11:46 07-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29,976

საქართველოში კორონავირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, “პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ქვეყანა ახალი, თუმცა ჯერჯერობით, მინიმალური შეზღუდვების შემოღებისთვის ემზადება, რაც უპირველეს ყოვლისა, პირბადის გამოყენების აუცილებლობას გულისხმობს.

აღნიშნულ ინფორმაციას „პრაიმტაიმთან“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძეც ადასტურებს და აცხადებს, რომ მინიმალური რეგულაციების შემოღების გარეშე ქვეყანას, ვირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან გაუჭირდება.

მარინა ენდელაძე: ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ძალიან საყურადღებოა. მოგეხსენებათ, აღნიშნული ვირუსი მარტივად ვრცელდება, ამიტომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში დადასტურებულთა და ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია.

– აღნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა. როდის მიაღწევს ვირუსი გავრცელების პიკს?

– კორონავირუსის გავრცელების პიკი შემოდგომაზე იქნება, ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ ის ადამიანებში მარტივად ვრცელდება. ამასთან, ამ დროს ადამიანებს ვირუსი კარგა ხნის გადატანილი ექნებათ და მისი მიმღებლობაც მაღალი იქნება.

– ხომ არ მოითხოვს ვირუსის გახშირებული შემთხვევები მინიმალური რეგულაციების შემოღების აუცილებლობას?

– ვფიქრობ, შეზღუდვები იქნება, რაც  პირველ ყოვლისა, პირბადის გამოყენებას შეეხება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის.

ზოგადად, რეგულაცია რად უნდა იმის მიხვედრას, რომ როცა გავრცელებადია ვირუსი, ადამიანმა ნიღაბი გაიკეთოს? ეს ყველაფერი მაინც და მაინც დასჯადი უნდა იყოს? მე, მაგალითად, ნიღაბს ერთი პერიოდი არ ვიკეთებდი და უკვე ნიღბით დავდივარ.

– მსურს, გკითხოთ ახლად აღმოჩენილ ვირუსთან, „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებითაც. ხომ არ ემუქრება საქართველოს ახალი ვირუსის ტალღა?

– ეს ვირუსი საგანგაშო არ არის. საქართველოში მხოლოდ დაფიქსირდა ერთადერთი შემთხვევა, რომელიც იყო შემოტანილი. პრაქტიკულად ითვლება, რომ ის საქართველოში გავრცელებული არ არის, რადგან სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved