• რეკლამა
  • კონტაქტი
20:04, სამშაბათი, 20 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში სესხზე ვადაგადაცილება 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება

ალია ავტორი - ალია
15:36 02-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში 1 824 610 ფიზიკურ პირს ჯამში 19 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის აქტიური სასესხო ვალდებულება აქვს, ვადაგადაცილება კი 472 013 ფიზიკურ პირს უფიქსირდება. აღნიშნული მონაცემები მოიცავს როგორც ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, ასევე არარეგულირებადი სუბიექტების მონაცემებს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება წერილი, რომელსაც ხელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აწერს და მასში კრედიტინფო საქართველოს მონაცემებზე დაყრდნობით 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფიზიკური პირების ვალდებულებების მაჩვენებლებია მოცემული.

როგორც წერილშია აღნიშნული, იმ კლიენტების რაოდენობა, რომლებსაც მიმდინარე ვადაგადაცილებული ვალდებულება აქვთ, 2019 წელს 2018 წლის 31 დეკემბრისთვის არსებულ მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია, რის მიზეზადაც 2018 წლის სესხების განულების პროგრამაა დასახელებული, რომელიც 615 164 მსესხებელს შეეხო.

ამასთან, წერილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის განმავლობაში 111 014 ისეთი კლიენტი ფიქსირდება, რომელთან წინა წელს არ უფიქსირდებოდათ ვადაგადაცილება.

„ინტერპრესნიუსი“ გავრცელებული წერილის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუკავშირდა. როგორც სებ-ის პრესსამსახურში აცხადებენ, წერილში მოცემული ინფორმაცია მომზადებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით.

„გასათვალისწინებელია, რომ სესხები, რომელთა ვადაგადაცილებაც 2019 წელს დაიწყო, ძირითადად (დაახლოებით 3/4 ნაწილი) წინა წლებშია გაცემული, რეგულაციის („ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულების”) ამოქმედებამდე”, -აცხადებენ სებ-ში.

ინტერპრესნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია
ახალი ამბები

პრემია „ელისოს“ 2025 წლის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

14:50 05-20-2025
ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის
ახალი ამბები

ფრანგი სპეციალისტების პრეზენტაცია ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდეს (Gamarde) PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის

14:30 05-20-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ტერიტორიაზე სკოლის მოსწავლეებისთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა

18:49 05-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved