საქართველოში საფრანგეთის ახალ ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა.
“ოლივიე კურტო მანამდე ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. მან იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე.
საპატიო ჯილდოები : საპატიო ლეგიონის კავალერი ; ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი”, — წერს საფრანგეთის საელჩო საქართველოში.
კომენტარები