• რეკლამა
  • კონტაქტი
10:55, ხუთშაბათი, 1 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში რუსეთმა ძალადობრივი დეზინფორმაციული კამპანია აწარმოა” – ევროპარლამენტარი

ალია ავტორი - ალია
06:17 11-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ევროპარლამენტარმა ჯორჯო გორიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე განაცხადა:

„კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ათასობით ქართველი გავიდა ქუჩებში ევროკავშირის დროშებით ხელში, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები, ადასტურებს იმას, თუ რამდენად დაკავშირებულია საქართველო და მისი ხალხი ევროინტეგრაციასთან. სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ მიეცათ საკუთარი ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა არჩევნების დღეს. და მეტიც, იყო ძალადობრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც აწარმოა რუსეთმა. ამასთან, კანონები, რომლებიც ცალსახად არის შთაგონებული რუსეთისგან, როგორებიცაა „კანონი უცხოური გავლენის შესახებ“ ან „ოჯახის ღირებულებების დაცვის შესახებ“, ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, იმ გზისგან, რომელიც საქართველომ შარშან დაიწყო. ამ ჩარევასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილური და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.

ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პროევროპულია, თუ გადავხედავთ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებებს. ახალგაზრდები ევროკავშირს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივად, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად განიხილავენ. ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ საქართველოს მოქალაქეთა ეს მისწრაფებები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ცხოვრება კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯორჯო გორიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved