• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში პოლარიზაცია სულაც არაა – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:53 02-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
135

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა:

,,მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირ პოლარიზაციასთან საქმე არ გვაქვს. პოლარიზაცია გულისხმობს, რომ საზოგადოება არის გახლეჩილი იდეური ან ღირებულებითი ნიშნით, რაც საქართველოში სულაც არაა ასე. საზოგადოება ერთიანია. პოლარიზაცია კი სინამდვილეში პოლიტიკური პარტიების ნაწილის რადიკალიზაციაში ვლინდება. პოლიტიკური რადიკალიზმი არ არის მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების სიმწვავე. რადიკალიზმი წარმოადგენს პოზიციას, რომელიც მიმართულია კონსტიტუციის, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების და ლეგიტიმური ეროვნული ინსტიტუტების წინააღმდეგ. თითქმის ოთხი წელია ოპოზიციის ნაწილი სწორედ რადიკალიზმის ამგვარი გამოვლინებითაა დაკავებული. შეიძლება ითქვას, რომ რადიკალიზმის ფესვები კიდევ უფრო შორს მიდის. 2012 წლის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ყოველ ჯერზე, არჩევნების წაგების შემდეგ, უარყოფენ არჩევნების შედეგებს ან ბოიკოტს უცხადებენ მათ. არც ერთ შემთხვევაში მათ არ წარმოუდგენიათ ოდნავ მაინც დამაჯერებელი დასაბუთება, თუ რის საფუძველზე უარყოფენ მმართველობის დემოკრატიულად არჩეული სტრუქტურების ლეგიტიმურობას.’

ხდება ნებისმიერი საკითხის პოლიტიზება და შემდეგ მათი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება. ამ გზაზე არაფერი წმინდა მათთვის აღარ არსებობს. რადიკალებმა განხეთქილების საბაბად აქციეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკა, 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყების თარიღი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეც კი. ესეც არ იკმარეს და სულ ახლახან პოლიტიკურ იარაღად სცადეს ექციათ შობის აღნიშვნის საუკუნოვანი ტრადიცია. როდესაც პოლიტიკური ძალა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები თუ კონკრეტული პირები ცდილობენ ამგვარად მოახდინონ საზოგადოების გახლეჩა და ნებისმიერი საკამათო თემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება, ცხადია, რომ ამგვარ ძალებთან თანამშრომლობა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან რთული იქნება.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved