• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, სამშაბათი, 19 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოში პაციენტს ვერ უვლიან! ახლა გარდაიცვალა ქალბატონი, ეს იყო საშინელება, ცალი ნესტო არ ჰქონდა უკვე, გადაღლეტილი ჰქონდა, რატომ იცით?” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
20:26 10-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

-რამდენმა ტალღმაც უნდა ჩაიაროს, დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებლის მკვეთრი კლება არა და არ ხდება, ისევ აიწია ქვეყანაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვმა – რა გვჭირს, ბატონო იაგო?

– ფაქტი ისაა, რომ საქართველოში პაციენტს ვერ უვლიან და მივდივართ ისევ პოლიტიკასთან პოლიტიკას არ სურს საერთოდ ამ სიტუაციაში ჩარევა. ჰქონდა ამის შესაძლებლობა შარშან, შეეძლო ჰიგიენური ნორმატივები დაედგინა, კლინიკები შეემოწმებინა. ინტენსიური საწოლების დადგმაზე კი არ არის საქმე – გადანაწილებაზეა საქმე ამ საწოლების, ადამიანები ისე არ უნდა იყვნენ მიწყობილნი, როგორც თევზები კონსერვის ქილაში – ეს ელემენტარული ჰიგიენის ამბავია. არ არსებობს დაავადება, დასავლეთში, ინტენსიურში პაციენტთან მოსანახულებლად არ შეგიშვან, თუ რამე საშიში დაავადებაა, გაცმევენ სპეციალურ ტანისამოსს და ისე შედიხარ, საქართველოში, ინტენსიურში ვერ შეხვალ, პაციენტს ვერ მოინახულებ. ინტენსიურიდან პაციენტები ტელეფონით ესაუბრებიან ოჯახებს და ეს ცალკე კატასტროფაა, ადამიანს, რომელსაც ტელეფონზე შეუძლია საუბარი, რა უნდა რეანიმაციაში? ინტენსიური უნდა განიტვირთოს, ადგილი უნდა იყოს მეტი, დისტანცია უნდა ჰქონდეს ამ ადამიანების საწოლებს. პრობლემაა ექიმების ჰიგიენა და აღჭურვა. გერმანიაში საყურესაც ვერ გაიკეთებს ინტენსიურის ექიმი და ექთანი, არანაირი სამკაული ხელზე, წვერი ხომ გამორიცხულია საერთოდ. საქართველოში რომ ვუუყურებ, ინტენსიურის ექიმების ნახევარს მღვდელივით აქვს წვერი მოშვებული… ჰიგიენაზე საუბარი ზედმეტია ასეთ დროს. ყველაზე დიდი პრობლემაა ნადრევი აგრესიული ჩარევა, ჰგონიათ, რაც უფრო ადრე აიყვანენ მაქსიმალურ ჟანგბადზე- უკეთესია, რაც უფრო ადრე გადაიყვან მართვით სუნთქვაზე – კიდევ უკეთესია და რაც უფრო სწრაფად გადაიყვანენ მართვითი არაინტუბირებული სუნთქვიდან ინტუბირებულ სუნთქვაზე, აი, ეს მთლად უკეთესია. როცა პაციენტი ფიზიკურად, გონებრივად არის კარგად – რაღაც სხვაზე უნდა იფიქრო ექიმმა და ამ სხვაზე არ ფიქრობენ.

უკვე 1200-მდე ავიდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც მე ამ პანდემიის პერიოდში დახმარებისთვის მომმართეს. რამდენიმე გარდაიცვალა, დაგვიანდა მომართვა, სამწუხაროდ. რეანიმაციის ექიმთან დამჭირდება კამათი, რომ პაციენტს კი ჰქონდა ბატონო, კოვიდი, მაგრამ რაღაც მომენტში ეს უკვე სეფსისია, უკვე ბაქტერიული სეფსისია, უკვე ფილტვის ემბოლიაა, რაღაც დროის მერე, რაღაც მომენტში ტვინში სისხლჩაქცევაა და უკვე არავითარი კავშირი არა აქვს კოვიდთან და პანდემიასთან. კოვიდის შედეგია, მაგრამ უნდა უმკურნალო ისე, როგორც ფილტვის ემბოლიას, უნდა უმკურნალო ისე, როგორც ტვინში სისხლჩაქცევას, როგორც ინსულტს, როგორც სეფსისს – აი, ეს შეგნება არ არის, სამწუხაროდ. ვინც დამიჯერა, თითქმის ყველას პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა, იყო დაგვიანებული მომართვის შემთხვევები, როცა პაციენტი უკვე რამდენიმე კვირაა ინტუბირებულია. მაგალითად, საქართველოში ბევრი შემთხვევაა, როდესაც ჭარბწონიან ადამიანს დაემართა კოვიდი და გარდაიცვალა. ჭარბწონიანი ავადმყოფი დააწვინეს მუცელზე და ცეპაპით ასუნთქებდნენ და დამძიმდა, ყველა დამძიმდა – ჭარბწონიანს მუცელზე რომ აწვენ, ის უკვე ვერ სუნთქავს, მუცლის მასა აწვება ზემოთ, ფილტვს, რამდენიმე ექიმს ვესაუბრე თავად და ვთხოვე, აი, სცადეთ, საკუთარ თავზე, დაწექით მუცელზე, გაიკეთეთ ცეპაპის ნიღაბი და ისუნთქეთ, ნახეთ, რა სიტუაციაში ჩავარდებით. ასეთ დროს ადამიანი წამომჯდარი უნდა იყოს, ხელები სიმაღლეზე შემოდებული, რომ ფილტვის მოცულობა გაიზარდოს.  ადამიანი თუ ფიზიკურად, გონებრივად ნორმალურადაა და მხოლოდ სატურაციაშია ცვლილება – არა უშავს, იყოს, იმოქმედე მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანის გონებრივი პარამეტრები დაიწევს, პაციენტი ლაპარაკობს, გეჩხუბება – იმას უნდა დრო, მოძრაობა, განიავება, სუფთა ჰაერის და რამდენმე წამალი სულ.  ექიმებს ეშინიათ, ეშინიათ, იმის, რომ აი, ისე არ მოვიქეცი, როგორც სადღაც წერია, არადა, კაციშვილი ვერ მიგზავნის, სად წერია, რა უნდა გააკეთოს ექიმმა კონკრეტულ დროს კონკრეტულ პაციენტთან – არ არსებობს ეგეთი დოკუმენტაცია. კითხულობენ ინტერნეტში გაიდლაინებს, ის გაიდლაინი არის რეკომენდაცია, შენ უნდა შეაფასო ადგილზე სიტუაცია. ახლა გარდაიცვალა არც ისე ასაკოვანი ქალბატონი, შვილმა მომწერა, ეს იყო საშინელება, ცალი ნესტო არ ჰქონდა უკვე იმ ქალბატონს ცეპაპის ნიღბის გამო, გადაღლეტილი ჰქონდა, რატომ იცით? იმიტომ რომ იჩხუბა, არ უნდოდა ამ ნიღბის გაკეთება – ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაციაში ვართ?

საქართველოში რაც ყველაზე მეტადაა საგანგაშო და რაზეც ყველამ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა – ესაა ჰიგიენა საავადმყოფოში და ავადმყოფის მოვლა – საავადმყოფო უნდა იყოს სრული ბარიერი ვირუსისთვის – იქ უნდა სუფევდეს უმკაცრესი ჰიგიენური რეჟიმი. საავადმყოფოს კარებში რომ შეხვალ, სხვა ქვეყანაში უნდა გეგონოს თავი, საავადმყოფოს ჰიგიენის და ავადმყოფის მოვლის საკითხი უმთავრესია, და მერე მოდის ვაქცინაციის საკითხი – იცით, რატომ? დღეს კორონაა, 2 წლის მერე შეიძლება სხვა ვირუსი იყოს, იმ საავადმყოფოში შენ ჰიგიენა და პაციენტის მოვლა ყოველთვის გჭირდება, ხან გექნება რაღაც ვირუსზე ვაქცინა და ხან არ გექნება, ამიტომაა ვაქცინა მეორე საფეხური. საავადმყოფოში რომ შედის ადამიანი, ის უნდა იყოს 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ იქ მისი ჯანმრთელობა საავადმყოფოს არაჰიგიენურობის გამო არ გაუარესდება. პერსონალისგან არ უნდა იღებდეს ვირუსს პაციენტი, მეორე სხვა პაციენტისგან არ უნდა მძიმდებოდეს. როცა რამდენიმე კორონიანს შეყრი ერთად, გამოკეტილში, ეს არის კატასტროფა, ყველა დამძიმდება, ახალგაზრდაც კი. გარდაცვალების კოეფიციენტი, შეიძლება, ისეთი მაღალი არ არის ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან იღუპება ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტიც, ასეთი ასაკის და ჯანმრთელი პაციენტი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ იღუპება – ესაა ტრაგედია.  ამიტომ, ყველას გთხოვთ, ერთად ვისაუბროთ საავადმყოფოს ჰიგიენაზე და ავადმყოფის მოვლაზე მეტი და მეტად ხმამაღლა.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved