• რეკლამა
  • კონტაქტი
16:10, შაბათი, 30 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოში მზადდება დიდი პროვოკაცია, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
13:31 02-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, დიდი პროვოკაცია მზადდება.

,,საქართველოში მზადდება დიდი პროვოკაცია, რომელიც თავიდან უნდა ავიცილოთ. საუბარია კვირას, საქართველო – რუსეთის სარაგბო დაპირისპირებისას, ნაცების მიერ ორგანიზებულ უმართავ ქმედებებზე, რომლებმაც უკიდურესად უნდა დაძაბონ ორი ქვეყნის ისედაც ფეთქებადსაშიში ურთიერთობები. ამ პროვოკაციების დროს მოსალოდნელი ყველაფერია – მათ შორის რუსული დელეგაციის მხრიდან ნებსით თუ უნებლიედ ამ პროვოკაციებში თანამონაწილეობა, რასაც უმძიმესი შეფასება მიეცემა რუსეთში და მოჰყვება არანაკლებად უმძიმესი პრაქტიკული ნაბიჯები. მეტსაც გეტყვით – ეს შეფასება და მოქმედების გეგმაც, მოსკოვში უკვე წინასწარ იქნება დაწერილიც და მომზადებულიც. არჩევანი ჩვენზეა – დავუშვებთ ამას თუ არა.

კვირას დაგეგმილ თამაშს ყველაფერთან ექნება შეხება – სპორტის გარდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ თავად რუსეთის ნაკრებიც მოწადინებულია, რომ ეს სპორტული პროვოკაცია შედგეს. ის უკვე დაწყებულია – მატჩის აფიშების უკრაინულ ენაზე გამოქვეყნებით, ის გაგრძელდება სტადიონთან თამაშის დაწყებამდე აქციით, კულმინაციას მიაღწევს რუსეთის ჰიმნის შესრულებაზე და უმართავ ქმედებებში გადავა, თუკი აჟიტირებული ნაცები გაარღვევენ დამცავ კორდონებს და მოედანზე აღმოჩნდებიან.

სპორტის გარდა – ყველაფერი იქნება ტრიბუნებზე: “თავისუფლება მიშას”, “პუტინ ხუილი”, “ძირს კრემლის მარიონეტი მთავრობა” და ა.შ. დაარბევ მსგავს აქციას და აგრესიას – ნაცები მაინც მოგებაში რჩებიან (პუტინმა დაგვარბიაო), არ დაარბევ – და რუსეთის აგრესიის პრაქტიკული განხორციელებაც არ დააყოვნებს. კვირადღე – ნაცების “დიდგორია”, ხოლო ქართველი ერისთვის და ხელისუფლებისთვის – კიდევ ერთი ტესტი: ვისწავლეთ დაშვებულ შეცდომებზე თუ კვლავ კრემლისა და ნაცების დაკრულზე ვცეკვავთ“, – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved