Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 721 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 708 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 987, გარდაიცვალა 16 765 პაციენტი.
კომენტარები